მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის მუნიციპალიტეტის, შილდის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღბა ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითრებას. პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან ცოდნას, იმავდროულად კი ივითარებენ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებულ უნარებს, რომლებიც სიყვარულს, ტოლერანტობას, პატრიოტიზმის გრძნობას უღვივებს მომავალ თაობებს.
ამ ჰოლისტური მიდგომებიდან გამომდინარე, შილდის N2 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები ტარდება, მათ შორის კი აღსანიშნავია გაზაფახულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ფარლებშიც, მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები, შეასრულეს სიმღერები, ცეკვები, წაიკითხეს ლექსები და კიდევ ერთხელ უთხრეს ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ადამიანებს - დედიკოებს, რომ ისინი ძალიან უყვართ.
„შილდის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა საგაზაფხულო ღონისძიება „ქალი, დედა და გაზაფხული“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ I, II, III კლასების მოსწავლეები. ძალიან ლამაზი და საინტერესო გამოვიდა ღონიძიება. დასასრულს კი დამრიგებელმა - ია იორდანიშვილმა გადასცა დედებს სიგელები, შვილების სითბოსა და სიყვარულისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბავშვებმა ეს მნიშვნელოვანი თარიღი უსაყვრელს პედაგოგებსაც მიულოცეს და მშობლიურ სკოლაში გატარებული კიდევ ერთი დღე აქციეს ნამდვილ დღესასწაულად.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი