სიახლეები
სკოლები

„მე, შენ და საქართველო“ - ალათუმანის საჯარო სკოლის დირექტორის მხარდაჭერითა და მოსწავლეთა ჩართულობით შთამბეჭდავი პროექტი განხორციელდა
30-04-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლების ურთიერთთანამშრომლობით შთამბეჭდავი პროექტი განხორციელდა. 

პროექტი ალათუმანის საჯარო სკოლის დირექტორის ბატონ პეტროს პონოიანის მხარდაჭერით შეესხა ფრთა.

„მე, შენ და საქართველო“ - ეს გახლდათ, 25 აპრილს გამართული პროექტის სახელწოდება, რომლის ფარგლებში ალათუმანის საჯარო სკოლა დაუმეგობრდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლას. 

25 აპრილს ქართულ და სომხურ სკოლებს შორის მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში კი საყუნეთის საჯარო სკოლამ მიიპატიჟა ალათუმანის საჯარო სკოლა.

სოფელ საყუნეთის ახალგაზრდულ ცენტრში, ორი სკოლის მოსწავლე-მასწავლებელთა მონაწილეობით, გაიმართა მასშტაბური ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა საქართველოს, მის კულტურასა და ისტორიას. 

ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა -  ალათუმანისა და საყუნეთის სკოლის მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, და წარმოადგინეს დადგმები. 

ღონისძიების დასრულების შემდეგ, სკოლის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გადასცეს საჩუქრები, წიგნების სახით. შემდეგ კი ალათუმანის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მოინახულეს  საყუნეთის საჯარო სკოლა, ასევე ესტუმრნენ რბათის ციხესა და მუზეუმს.

სკოლის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ ალათუმანის სკოლა უმასპინძლებს მეგობრებს და  სპორტის სხვადასხვა სახეობაში ამხანაგური შეჯიბრი გაიმართება. 

როგორც ალათუმანის საჯარო სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი სახის არაფორმალური აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას და სასწავლო პროცესს ხდის მეტად აქტიურსა და მისაღებს მოსწავლეთათვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანების დირექტორი გია ჟუჟუნაძე და ადგილობრი მოსახლეობა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

ბაღებში აღრიცხვის ელექტრონული სისტემის დამონტაჟება სექტემბრიდან დაიწყება

მასწავლებლის სახლის თანამშრომლებმა 300 ათას ლარამდე პრემია აიღეს - 2024 წლის მონაცემები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები

ვაჩიანის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩატარდა

საბუეს საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობა ჩატარდა

„ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს ვასწავლოთ, რომ დედამიწა ჩვენი სახლია“, - გუდაურის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა

ლასურიაშის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ინიციატივით ახალი სკვერი მოეწყობა -  მრავალფეროვანი აქტივობები დედამიწის დღის აღსანიშნავად
 
საინტერესო

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება