მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადახვა მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ, მათ შორის აღსანიშნავია პროექტებით სწავლება, რომელიც მოსწავლეთა დიდი ინტერესით გამოირჩევა და მოითხოვს როგორ დამოუკიდებელ, ისე გუნდურ დამოუკიდებელ მუშაობასა და ავითარებს კვლევა-ძიების უნარებს.
ახლახან, მე-8 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მარიამ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, მოამზადეს პრეზენტაციები ანა ფრანკის ცხოვრებისა და მისი ისტორიის შესახებ, იმსჯელეს მისი დღიურის მნიშვნელობაზე.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება II მსოფლიო ომის მოვლენებისა და მათი შედეგების შესახებ.
მოსწავლეებმა ერთი ადამიანის ცხოვრების მაგალითზე შეაფასეს ომის სისასტიკე და განიხილეს, რაოდენ უძლურია ადამიანი სასტიკი ეპოქის წინაშე. თითოეულმა მონაწილემ დიდი პასუხისმგებლობით მოამზადა პრეზენტაცია, რაც შესაძლებლობას აძლევდა მათ ერთმანეთთან გაეზიარებინათ შეხედულებები, ემოციები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტმა ხელი შეუწყო არამარტო ისტორიის უკეთ გაცნობას, არამედ თანაგრძნობის, სოლიდარობისა და ჰუმანური ღირებულებების აღზრდას მოსწავლეებში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
„ჩვენ ალბათ ვერ ვხვდებით, რომ უკვე მომავლის სკოლაში ვართ...“
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი - ნატო ნანავა
„ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს ვასწავლოთ, რომ დედამიწა ჩვენი სახლია“, - გუდაურის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა