მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
მათ შორის აღსანიშნავია პროექტი სახელწოდებით „პატარა არქიტექტორები- სიყვარულის ქალაქი“, რომელიც III კლასში (სამი მოსწავლე) ხელოვნებისა და ქართული ენა/ლიტერატურის ინტეგრირებით განხორციელდა.
პროექტის მიზანი იყო - მოსწავლემ შეძლოს მარტივი ნახატის დახატვა სოფლის ან ქალაქისთვის დამახასიათებელი ნაგებობებით, დააკავშიროს არქიტექტურული ნიმუშები სოციალურ კონტექსტთან. განივითაროს დამოუკიდებლად და ჯგუფურად მუშაობის, ანალიზის და პრეზენტაციის უნარები.
შთამბეჭდავია პროექტის შედეგებიც - მოსწავლეებმა შექმნეს ნახაზი და შემდეგ ეტაპობრივად განახორციელეს დაგეგმილი სამუშაოები.
პროექტი პედაგოგ ლალი მურადაშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა, რომელიც ამაყობს მოსწავლეთა შემოქმედებითობით და მათ კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს ჰპირდება.
„ასე სიყვარულით სავსე გულებით გეცხოვროთ ჩემო ბარტყებო მშვიდობიან ქვეყანაში“,- აღნიშნავს სკოლის პედაგოგი.
ადმინისტრაცია მადლობას უხდის პედაგოგს სახალისო, საგანმანათლებლო და მრავალფეროვანი აქტივობისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
ვაჩიანის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩატარდა