სიახლეები
სკოლები

ვაჩიანის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩატარდა
30-04-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების ფარგლებში მათემატიკაში ღია გაკვეთილი ჩატარდა.

ღია გაკვეთილი, რომლის თემაც „გაყოფა და გამრავლება“ იყო კვალიფიციური პედაგოგების ლამარა ენოკიანისა და სათენიკ პალოიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

მათ გაკვეთილის პროცესში ეფექტურად გამოიყენეს სხვადასხვა რესურსი: ვიზუალური მასალები (პოსტერები, სქემები, ცხრილები), საიტერესო თამაშები და დავალებები, რომლებიც ბავშვებში განავითარებდა გუნდურობას და პრობლემურ აზროვნებას. გაკვეთილი გამოირჩეოდა დინამიკური და მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომებით. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ყველა ეტაპზე - თვითონაც მუშაობდნენ მაგალითებზე, ასრულებდნენ პრაქტიკულ დავალებებს, მსჯელობდნენ და ერთმანეთის მუშაობას აფასებდნენ. საბოლოოდ, ღია გაკვეთილი ძალიან წარმატებულად ჩაითვალა. მოსწავლეებმა ახალი ცოდნა კარგად აითვისეს, გაძლიერდა მათი მათემატიკური უნარები და გაჩნდა ინტერესი საგნისადმი.

აღსანიშნავია ისიც, რომ მასწავლებლების მიერ შერჩეული მეთოდები და რესურსები ხელს უწყობდა სასწავლო პროცესის მეტად სახალისო და პროდუქტიულ გარემოდ წარმართვას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელთა შეფასების ჯგუფის მიერ ჩატარებული აპრობაციის შედეგები ცნობილია

ბაღებში აღრიცხვის ელექტრონული სისტემის დამონტაჟება სექტემბრიდან დაიწყება

მასწავლებლის სახლის თანამშრომლებმა 300 ათას ლარამდე პრემია აიღეს - 2024 წლის მონაცემები

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები

ვაჩიანის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩატარდა

საბუეს საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობა ჩატარდა

„ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს ვასწავლოთ, რომ დედამიწა ჩვენი სახლია“, - გუდაურის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა

ლასურიაშის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ინიციატივით ახალი სკვერი მოეწყობა -  მრავალფეროვანი აქტივობები დედამიწის დღის აღსანიშნავად
 

 დედაენის დღე განსაკუთრებული დღესასწაულით აღინიშნა

საინტერესო

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება