მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წარმოიდგინეთ სიტუაცია: გაჩერებაზე დგახართ, ავტობუსს ან სამარშრუტო ტაქსს ელოდებით და სკამზე ხედავთ ლამაზად შეფუთულ საჩუქარს.
ფორმაზე და წონაზე ეტყობა, რომ შიგნით წიგნი უნდა იდოს, მაგრამ რომელი - არ იცით. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს შემთხვევა ყოველთვე მეორდება, ყოველთვე - სხვადასხვა წიგნით. მსგავსმა სიურპრიზმა შეიძლება მთელი დღე შეცვალოს.
თუ მოვლენების ასეთმა განვითარებამ მოგხიბლათ, გვინდა გითხრათ, რომ საჩუქარი უკვე გელოდებათ თბილისის მასშტაბით 70 გაჩერებაზე. მის მისაღებად "შეფუთვის გახსნაა" საჭირო. უფრო კონკრეტულად კი, გაჩერების ბანერზე დაბეჭდილ QR კოდს სურათი უნდა გადაუღოთ და აპლიკაცია Saba Reader-ის მეშვეობით ელექტრონული წიგნის უფასოდ ჩამოტვირთვას შეძლებთ. ნოემბრის წიგნი გალაკტიონ ტაბიძის რჩეული პოეზია გახდა პოეტის დაბადების დღესთან დაკავშირებით. დეკემბერში კი ამავე QR კოდზე სხვა სასაჩუქრე წიგნი განთავსდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღებში სააღდგომოდ „პრემიები“ დარიგდება - ფულადი ჯილდოს შესახებ ინფორმაციას თბილისის ბაღების სააგენტო ადასტურებს
„მასწავლებლად ალბერტ აინშტაინს ავირჩევდი, რადგან მისი ხედვა ცოდნასა და შემოქმედებაზე შთამაგონებელია“...
საღამოს საჯარო სკოლაში ვან გოგის დაბადების დღის აღსანიშნავად მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
კვირეულს I-II კლასების მოსწავლეები პედაგოგებთან: ნათია მეფარიშვილსა და ნინო სალიასთან ერთად შეუერთდნენ