„აქ დიდი პატარას ვერ დაჩაგრავს, ან სწავლაში ვერ შეუშლის ხელს“ - შვეიცარიაში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ცალ-ცალკე სკოლაში სწავლობენ
25-06-2018
დაკოპირებულია
-
+
შვეიცარიაში მცხოვრებ ქართველ გიორგი ჯავახიშვილს Etaloni.ge - მ ამ ქვეყანაში არსებულ სასკოლო სწავლებაზე კითხვით მიმართა. ერთად გავიგოთ, განათლების სფეროში რა მიდგომებს იყენებენ შვეიცარიაში:
რესპონდენტის თქმით, შვეცარიაში პირველ და მეორე კლასელებს ცალკე სკოლა აქვთ, მე-3-დან მე-6 კლასამდე ბავშვებს - ცალკე და მე-6-დან მე-12 კლასის ჩათვლით - ცალკე. ანუ ერთ სკოლაში არ სწავლობს ყველა ასაკის ბავშვი.
მსგავსი მოწყობა უსაფრთხოების დაცვის მიზნითა და სწავლებაში განსხვავებული, ასაკობრივი მიდგომებითაა განპირობებული. აქ დიდი პატარას ვერ დაჩაგრავს, ან სწავლაში ვერ შეუშლის ხელს.
მისი თქმით, სკოლაში პირველ-მეორე კლასელებს სულ თამაშით ასწავლიან. მაგალითად, გაუგორებენ ბურთს და ეუბნებიან, რომ ეს არის „ბ“ ასო და ა. შ. მესამე წლიდან ოფიციალური სწავლა იწყება:
„მე-8 კლასში სპეციალური გამოცდები უტარდებათ. ვინც წარმატებით ჩააბარებს, აგრძელებს სწავლას და ვინც ვერ შეძლებს ბარიერის გადალახვას, ხელობას სწავლობს. შცეიცარიაში სპეციალური სკოლებია, სადაც სხვადასხვა ხელობას ასწავლიან. აქ ყველა თავის საქმეს აკეთებს,“- დასძინა გიორგი ჯავახიშვილმა.