ჰაერის ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოს დაბლობში, შესაძლოა, +40 გრადუსამდე მოიმატოს
26-06-2018
დაკოპირებულია
-
+
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 ივნისს საქართველოში ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს. 28 ივნისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი.
ჰაერის ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოს დაბლობში ზოგან შესაძლოა +35, +40 გრადუსამდე მოიმატოს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +33, +38 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში, 25 – 26 ივნისს, ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 27 – 28 ივნისს ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს.
„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა- მონუმენტი „საქართველოს მემატიანე“-კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეთა პროექტი ხელოვნების კვლევასა და ანალიზს დაეთმო