მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გაეცანით ნაილი ჯაფოშვილის წიგნის, ''ახალგაზრდა მშობლების'', ანოტაციას.
სახელმწიფო აქტიურად ცდილობს განათლების სისტემაში რეფორმების გატარებას, თუმცა მშობლები ჯერ კიდევ ბევრ პრობლემას აწყდებიან სკოლებში.
სკოლაში შედის უამრავი ნიჭიერი ბავშვი, მაგრამ მათი უმრავლესობა თავიანთი მონაცემების შესაბამისად ვერ ვითარდება. ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზი ადრეულ და სკოლამდელ ასაკში აღზრდაში დაშვებული შეცდომებია.
როგორ მოვიქცეთ, რომ ბავშვი მისივე უნარების შესაბამისად განვითარდეს? სამწუხაროდ, ამისთვის არ არსებობს მზა რეცეპტი.
დედის და პედაგოგის გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ცხოვრებისეული, ყოფითი სიტუაციებიდან გამომდინარე, ადვილად შეიძლება ბავშვის ლოგიკური აზროვნების და მეხსიერების განვითარება. მთავარია, სწორად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა.
ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებში თამაშ-თამაშით არამარტო მუსიკისა და წიგნისადმი სიყვარულის გაღვივება შეიძლება, არამედ მარჯვე ხელების განვითარებაც, მათემატიკის სასიამოვნო გონებრივ ვარჯიშად გადაქცევა, სწავლასთან დაკავშირებული სიძნელეების აღმოფხვრა, უცხო ენების შესწავლაც და ბევრი სხვა რამ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღებში სააღდგომოდ „პრემიები“ დარიგდება - ფულადი ჯილდოს შესახებ ინფორმაციას თბილისის ბაღების სააგენტო ადასტურებს
„მასწავლებლად ალბერტ აინშტაინს ავირჩევდი, რადგან მისი ხედვა ცოდნასა და შემოქმედებაზე შთამაგონებელია“...
საღამოს საჯარო სკოლაში ვან გოგის დაბადების დღის აღსანიშნავად მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
კვირეულს I-II კლასების მოსწავლეები პედაგოგებთან: ნათია მეფარიშვილსა და ნინო სალიასთან ერთად შეუერთდნენ