მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩვენმა კორესპონდენტმა მარიამ გვარამიამ, რომელიც „ეტალონის“ გრანდიოზულ ფინალს რუსთაველის თეატრში ესწრება, რამდენიმე „ეტალონი მოსწავლე“ ჩაწერა.
ჯერ კიდევ გამარჯვებულის გამოვლენამდე, გაიგეთ, რას ფიქრობენ მონაწილეები არიან თუ არა კმაყოფილები თავიანთი პასუხებით.
ლუკა სამხარაძე (ონის ნომერ პირველი საჯარო სკოლა): მე მგონია, რომ ცუდად გავეცი პასუხები, რადგან კმაყოფილი არ ვარ ჩემს მიერ გაცემული კითხვების რაოდენობით...
მარიამ მდივნიშვილი (195 საჯარო სკოლა თბილისი): საკმაოდ რთული კითხვები იყო, უნდა გცოდნოდა რომ პასუხი გაგეცა. შეცდომები დავუშვი, გამარჯვებას არ ველი, მაგრამ მაინც ძალიან კამყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გამოცდილება მივიღე.
მარიამ მარგოშვილი (დუისის საჯარო სკოლა): არ ვარ კმაყოფილი ჩემი თამაშით, უკმაყოფილო ვარ, განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს.
გიორგი გენგაშვილი (სართიჭალის მეორე საჯარო სკოლა): გამარჯვებას არ ველი, მაგრამ ჩემი ცოდნიდან გამომდინარე, კმაყოფილი ვარ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება