მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პარლამენტის წევრის, დავით ჭიჭინაძის თქმით, „ეტალონმა“ ახალგაზრდობას სწავლის მიმართ ლტოლვა დაუბრუნა:
„დიდი პატივია ამ ახალგაზრდებთან ერთად სცენაზე მოხვედრა. ეს არის ჩვენი ერის რჩეული ნაწილი. ბატონ გოჩას განსაკუთრებით დიდ მადლობას ვუხდი. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით ერის განათლებაში. ბატონმა გოჩამ შეძლო ის, რაც ვერ შეძლო სახელმწიფომ. ამ ქვეყანას დაუბრუნა სწავლის მიმართ ლტოლვა და ცოდნა დღეს დაფასებულია. ბედნიერი ვარ, რომ ამ ქვეყანას თქვენნაიარი ადამიანი ჰყავს. სამწუხაროდ, ტელევიზიით ხშირად აჩვენებენ, როგორი გაუნათლებელი ერი ვართ. ვფიქრობთ, რომ ეს ბავშვები უნდა ვაჩვენოთ ხშირად ტელევიზიით და ამით გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
პარლამენტის წევრმა, სიმონ ნოზაძემ პროექტზე საუბრისას აღნიშნა, რომ აუცილებელია „ეტალონი“ სატელევიზიო სივრცეს დაუბრუნდეს:
„ბატონო გოჩა, თქვენ ბევრს აკეთებთ, იმისათვის, რომ ჩვენი ერისათვის დამახასიათებელი თვისება - სწავლისადმი მიდრეკილება გაუღვივოთ ახალგაზარდებს. სიამაყით ვიტყვი, რომ ნამდვილად გამოგდით, რადგან ერთობ წარმატებული ახალგაზრდები გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარების ურთულეს, გარდამავალ ეტაპზე იმყოფება, მას ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. ჩვენ არა მხოლოდ გვცნო განვითარებულმა, თავისუფალმა სამყარომ, არამედ ყველაზე უფრო განვითარებული ქვეყნები ჩვენი მეგობრები არიან. ჩვენი არსება ისეთია, რომ მუდმივად განათლებისკენ მივისწრაფოდით. უზარმაზარი შესაძლებლობები იშლება საქართველოს წინაშე, მოდის გლობალიზაციის ძალიან დიდი ტალღა, რომელსაც თუ მოუმზადებლები შევხვდებით, გადაგვთელავს, ხოლო თუ მოვემზადებით, მაშინ მის უკიდეგანო შესაძლებლობებს საქართველოს სამსახურში ჩავაყენებთ. ეს კი თქვენ, ახალგაზრდობამ უნდა გააკეთოთ. გაუმარჯოს ჩვენი სამშობლოს მომავალს, მის მთავარ მამოძრავებელ ძალას - ახალგაზრდობას, ქება და დიდება თქვენ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონის“ სატელევიზიო სივრცეში დაბრუნება აუცილებელია. სულ სამიოდე გადაცემას ვუყურებდი, მათ შორის ერთ-ერთი იყო „ეტალონი“. პროექტი მხოლოდ განათლებას კი არ უღვივებს ახალგაზრდობას, არამედ საქართველოში მცხოვრებ ყველა ეროვნების შვილს პატრიოტული განწყობით ზრდის. ეს ყველაფერი კი ტელევიზიით მასობრივმა მაყურებელმა უნდა იხილოს. ყველამ, ვისთვისაც საქართველო და მისი მომავალი ძვირფასია,“ - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.
რუსთაველის თეატრის სცენიდან პარლამენტარმა ემზარ კვიციანმა „ეტალონის“ სატელევიზიო სივრცეში დაბრუნებაზე გაამახვილა ყურადღება:
„კიდევ ერთხელ მივმართავ ვასილ მაღლაფერიძეს, რომ „ეტალონი“ უნდა იყოს ტელევიზიაში,“ - აღნიშნა ემზარ კვიციანმა.
პარლამენტარმა კარლო კოპალიანმა „ეტალონის“ შარშანდელი ფინალის გამარჯვებული სიამაყით გაიხსენა ახალგაზრდებს განათლების აუცილებლობაზე ესაუბრა:
„დიდი პატივია ამ დარბაზში თქვენთან ერთად ყოფნა. მართლაც საოცარი პროექტია „ეტალონი“, რისთვისაც დიდ პატივისცემასა და სიყვარულს იმსახურებს ბატონი გოჩა. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდობას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მე ახალი პროექტის, იზრუნე.ჯის ერთ-ერთი პირველი მომწონებელი ვიყავი. მიხარია, რომ Izrune.ge-მ შედეგი გამოიღო. გავიხსენებ შარშანდელ ფინალსაც, რომელიც ბათუმში გაიმართა. შარშან ლეჩხუმელმა ბავშვმა გაიმარჯვა სოფელ ლაილაშიდან. მე ლეჩხუმელი ვარ წარმოშობით და ამ ფაქტით ძალიან ამაყი ვიყავი. ახალგაზრდებს მინდა გავახსენო ილია ჭავჭავაძის სიტყვები, რომლებიც საუკუნეზე მეტის წინ თქვა: ჭკუით ქართველებო! მტერი მოვა საქართველოში არა ხმლითა და ზარბაზნით, არამედ - ცოდნით. მცოდნე მტერს ცოდნა უნდა დავახვედროთ. მხოლოდ ცოდნითა და განათლებით მოვერევით მტერს,“ - განაცხადა კარლო კოპალიანმა.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ აღნიშნა, რომ მოხარულია „ეტალონთან“ პარტნიორობით:
„მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი „ეტალონის“ პარტნიორია. ეს ორმხრივი სურვილი იყო. ბატონ გოჩას პირველად ქაშვეთის ტაძრის ეზოში შევხვდი. ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ აუცილებალად უნდა დავმეგობრდეთ და არა მხოლოდ ეს ორი ადამიანი გახდეს მეგობარი და თანამონაწილე ერთიანი ქართული საქმის კეთების, არამედ ორი ინსტიტუცია, რომელსაც წარმოვადგენთ, პროქტი „ეტალონი“ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩვენ ძალიან ბევრი ღონისძიება დავგეგმეთ, გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებები, რაც მოემსახურება ჩვენი ახალგაზრდობის აზრის ფორმირებას, გაჯანსაღებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ღირსეული პარტნიორები ვართ და მსურს, რომ ეს ურთიერთობა მთლიანად ქართული სახელმწიფოსთვის იყოს გადამდები. „ეტალონი“ არ ეტევა მხოლოდ ერთი პროექტის ერთი კონცეფციის ფარგლებში, ეს უნდა იყოს მაგალითი სხვა სისტემებისთვის. მადლობა „ეტალონის“ შემოქმედებით კოლექტივს და განსაკუთრებით ბატონ გოჩას, ამ ღირსეულ მამულიშვილს, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმატებულ შვილს“, - აღნიშნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ.
ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ოთარ ჯაფარიძის თქმით, „ეტალონი“ მომავალი თაობის სწორი გზით აღზრდას ემსახურება:
„ეტალონი“ ერთ-ერთი უძლიერესი პროექტია. სასურველია, იგი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იყოს, რადგან „ეტალონი“ მომავალი თაობის სწორი გზით აღზრდას ემსახურება. ბატონ, გოჩა ტყეშელაშვილს უღრმესი მადლობა, რომ ათეული წლებია, ამისთვის იბრძვის. სამწუხაროა, რომ მედიაპროექტი არ უბრუნდება იმ ტელესივრცეს, რასაც მთელი საქართველოს მოსახლეობა ესოდენ ელოდება“, - განაცხადა ოთარ ჯაფარიძემ.
ლიეტუვას ელჩმა გიედრიუს პოუჯუნასმა მონაწილეებს ქართულად მიმართა და წარმატებები უსურვა:
„გილოცავთ ფინალში მოხვედრას. თქვენ საქართველოს მომავალი ხართ. ეძიეთ ცოდნა, ისწავლეთ და იყავით კრეატიულები. თქვენი ქვეყნის კეთილდღეობა თქვენს ხელშია. გჯეროდეთ იმის, რასაც აკეთებთ და ერთ დღეს თქვენც მიაღწევთ ისეთ წარმატებას, როგორსაც ლიტველებმა მივაღწიეთ,“ - მიმართა ლიეტუვას ელჩმა „ეტალონ მოსწავლეებს“.
პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა „ეტალონის“ მრავალწლიან მოღვაწეობას გაუსვა ხაზი და გოჩა ტყეშელაშვილს ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტისთვია მადლობა გადაუხადა:
„ბატონო გოჩა, დიდი მადლობა, რომ 12 წელი ეს ბავშვები გადაურჩინეთ საქართველოს. მადლობა ამ პროექტისთვის,“ - აღნიშნა ტარიელ ხარხელაურმა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ აღნიშნა, რომ მოხარულია „ეტალონში“ აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების მონაწილეობით:
„ცოდნა ყველაფრის საფუძველია. რასაც „ეტალონი“ აკეთებს, მისასალმებელი და დასაფასებელია. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ ცოდნაში დევს მომავლის გასაღები. სწორედ ეს ხდება აქ. უდიდესი მადლობა „ეტალონის“ მესვეურებს, ბატონ გოჩას და იმ ადამიანებს, ვინც ამ პროექტს მხარში უდგას. ძალიან მიხარია, რომ „ეტალონში“ აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებიც მონაწილეობენ,“ - განაცხადა გია გვაზავამ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძემ „ეტალონის“ გრანდიოზულობაზე გაამახვილა ყურადღება:
„ფინალი ისეთივე გრანდიოზული იყო, როგორი გრანდიოზულიც თავად „ეტალონია“. მონაწილე ბავშვებთან ერთად ვინერვიულეთ. გულწრფელად ვამბობ, ტელეეთერში უამრავ საშინელებას ვხედავთ და ამგვარი პროექტის არგაშვება - დანაშაულია. ეს პროექტი მოიცავს ბავშვის განათლებას, სადაც მასთან ერთად ჩართულია ოჯახი, სკოლა და საზოგადოება. ეს ოთხი კომპონენტი ქმნის სახელმწიფოს. მდარე და ცუდი გადაცემების ნაცვლად, საგანმანათლებლო, ინტელექტუალური გადაცემებით უნდა დაიტვირთოს სატელევიზიო ბადე,“ - განაცხადა დავით კიკნაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საბავშვო ბაღების დაფინანსება 16 მილიონით მცირდება - თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი ცნობილია
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე