საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლეები „ეტალონის“ ფინალურ შოუ-კონკურსზე მიღებულ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ
27-06-2018
დაკოპირებულია
-
+
რუსთაველის თეატრში საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ გრანდიოზული ფინალი გაიმართა.
საპრიზო ადგილებზე გასულმა მოსწავლეებმა თავიანთი ემოციები და შთაბეჭდილებები Etaloni.ge-ს გაუზიარეს.
მეორე ადგილი შაუმიანის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მილენა ადამიანმა დაიკავა. „ძალიან მიხარია, რომ ამ პროექტში ვიღებდი მონაწილეობას და საპრიზო ადგილი დავიკავე. პირველ რიგში, მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ამ პროექტისთვის და შანსისთვის, რომელსაც გვაძლევს და მადლობა ჩემს მასწავლებლებს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი წარმატებაა,“ - აღნიშნა მილენა ადამიანმა.
მესამე ადგილზე ზემო ნატანების საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ქეთევან ხომერიკი გავიდა.
„მიუხედავად იმისა, რომ რაღაც იმედი მქონდა, მესამე ადგილს მაინც არ ველოდი. ძალიან დიდი მადლობა ამ პროექტის შექმნისთვის და ყველას გირჩევთ, რომ მონაწილეობა მიიღოთ,“ - ქეთევან ხომერიკი.
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს თბილისის N155 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლაზარე ბედუკაძე დაეუფლა.