სიახლეები
სკოლები

თბილისის N129 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დათო ტურაშვილის ლექცია მოისმინეს
27-06-2018
-
+


თბილისის N129 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები და მათი დამრიგებელი ნანა მესხიშვილი მწერალ დათო ტურაშვილის დედა ენის ბაღში გამართულ ლექციას დაესწრნენ. 

მე-10 კლასის მოსწავლის მარი ღვინიაშვილის თქმით, თავდაპირველად მწერალმა საბჭოთა პერიოდისა და დღევანდელ საქართველოს შორის მსგავსება-განსხვავებაზე ისაუბრა და მსმენელს ორივე პერიოდის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები გააცნო. 

„ამის შემდეგ მწერლის სასაუბრო საგნად ლიტერატურა იქცა. მან აღნიშნა მეტად უცხო, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტი ცნობილი ესპანელი მწერლის სერვანტესის პერსონაჟ ,,დონ კი ხოტის“ სახელის მართლწერასთან დაკავშირებით და თქვა, რომ სწორია არა ,,დონ კი ხოტი“, არამედ „დონ კი ხოტე.

ლექციის დასასრულს დათო ტურაშვილმა დიდი დრო დაუთმო ჰაგიოგრაფიასა და მის ფასდაუდებელ როლს ქართულ ლიტერატურასა თუ ისტორიაში. მიმოიხილა მათი შინაარსი, იმდროინდელი პოლიტიკური და კულტურული მდგომარეობა. აღნიშნა ისიც, რომ ქართული რენესანსი და ზოგადად ცივილიზაცია რამდენიმე საუკუნით ადრე დაიწყო, ვიდრე ევროპული. ჯერ კიდევ V საუკუნის ნაწარმოებ „შუშანიკი წამებაში“ დაისვა ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის საკითხი“,-აღნიშნავს სკოლის აღსაზრდელი. 

ლექციის დასრულების შემდეგ იქ მყოფმა საზოგადოებამ მათთვის საინტერესო კითხვებით მიმართა მწერალს და მისგან ამომწურავი პასუხები მიიღო.

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

25 თებერვალი - თბილისი წითელმა არმიამ დაიკავა - 104 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან

ზოგადი განათლების კანონში შესატანი ცვლილებები ცნობილია

შედეგების მიუხედავად ისინი უმაღლესში ვერ ჩაირიცხებიან 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებისთვის ღონისძიება მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა

სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლა

საინტერესო

ვინ და როდის მოიგონა თებერვალი?

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი მიდგომა? 

სიახლეები
საზოგადოება