მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვაკიჯვრის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა - „ალფა“ პროექტი - „ჯანმრთელი მომავალი საქართველოს“ განახორციელა.
პროექტის ფარგლებში თამბაქოს მავნებლობაზე სკოლაში კვლევა ჩატარდა. კვლევაში 27 პედაგოგი და VII-XII კლასების 44 მოსწავლე მონაწილეობდა.
ასევე მოსწავლეებს „თამბაქოს მავნებლობაზე“ ექიმმა, ბიოლოგიის მასწავლებელთან ერთად ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგი V-XII კლასების 57-მა მოსწავლემ მოისმინა.
ტრენინგზე მიღებული ცოდნით მოსწავლეებმა დაწყებით კლასებში მინი ლექციები ჩაატარეს. მინი ლექცია I-IV კლასების 23 მოსწავლეს ჩაუტარდა.
კლუბის წევრებმა ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესზე ბუკლეტები დაამზადეს და სკოლაში გაავრცელეს.
ჯანსაღი ცხოვრების წესს მიუძღვნეს სკოლის აღსაზრდელებმა პლაკატებიც, რომლებიც სკოლაში გამოფინეს.
სპორტის პოპულარიზაციისათვის IX- XI კლასების მოსწავლე ვაჟებს შორის კალათბურთისა და ფრენბურთის შეჯიბრი გაიმართა.
კალათბურთში XI კლასის, ხოლო ფრენბურთში IX კლასის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს. გამარჯვებულებს კალათბურთისა და ფრენბურთის ბურთები გადაეცათ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანი იყო თამბაქოს მავნებლობის შესახებ მოსწავლეთა ინფორმირება და ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაცია.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს