სიახლეები
სიახლეები

''ყველა ვინც ხალხის ფულს ზედმეტად ხარჯავს, უნდა გავათავისუფლოთ'' - განათლების მინისტრის განცხადება
07-12-2016
-
+


''ყველა ვინც ხალხის ფულს ზედმეტად ხარჯავს, უნდა გავათავისუფლოთ'' - განცხადებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აკეთებს.  

როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საუბარი შეიძლება იყოს როგორც ფუნქციების გაუქმებაზე, ასევე დამატებაზე.  

”ყველა ვინც ხალხის ფულს ზედმეტად ხარჯავს, მიუხედავად იმისა, რა გეგმა აქვს მთავრობას და ეკონომიკას, უნდა გავათავისუფლოთ და სადაც გვჭირდება დამატებითი კადრი უნდა ავიყვანოთ”, - დასძინა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 
 
მინისტრის თქმით, სსიპ-ების გაუქმება ამ ეტაპზე გეგმაში არ არის, თუმცა სსიპ-ებში ფუნქციების გაუქმება შესაძლებელია. 

”კერძო სექტორში ვმუშაობდი და ყოველწლიურად ვაკეთებდით ოპტიმიზაციასაც, გადახედვასაც. ზოგან მეტი ხალხი გვეყოლება, ზოგან - ნაკლები. ჩვენ 10%-ით ნაკლებს დავხარჯავთ როგორც ანაზღაურების, ასევე ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში”, - დასძინა ალექსანდრე ჯეჯელავამ.  

მინისტრის განცხადებით, ოპტიმიზაცია თვის ბოლომდე დასრულდება, თუმცა პროცესი ერთჯერადი არ არის, ყოველწლიურად განხორციელდება და მუდმივად გაგრძელდება. 

”მთავრობა წინ მიდის ამ თვალსაზრისითაც, რომ უფრო გამხდარი იყოს, ჩემგან რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს და უფრო ეფექტურად ხარჯავდეს ხალხის ფულს”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება