მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სამტრედიის N12 საჯარო სკოლის VIII კლასში (დირექტორი ნინო ონიანი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვალიდა კოხრეიძე) მოსწავლეებმა პროექტი ნიკო ნიკოლაძე - „ადამიანი, რომელმაც გაუსწრო დროს“ განახორციელეს.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალები, კარგად შეისწავლეს მიღებული ინფორმაციები და დაახარისხეს, წაიკითხეს, გაანალიზეს, გამოთქვეს საკუთარი აზრი ნიკო ნიკოლაძის პერსონისადმი.
ყურადღება გაამახვილეს ნიკო ნიკოლაძის მიერ ინიცირებულ და განხორციელებულ პროექტებზე, შეაფასეს ისინი და იმსჯელეს რა სარგებლობა მოუტანა ამ პროექტებმა საქართველოს.
განსაკუთრებით აღნიშნეს ფოთის მნიშვნელობა ქვეყნისათვის.
„VIII კლასის მოსწავლეებთან ერთად დიდი ჯიხაიშის სახლ-მუზეუმში ჩავატარეთ პროექტ-გაკვეთილი, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეაჯამეს ნიკო ნიკოლაძის ღვაწლი ქვეყნის წინაშე. ღონისძიება გაალამაზეს იმდროინდელი ქართული სიმღერებით, რომელიც მუსიკის მასწავლებელ თეონა გაბედავას ხელმძღვანელობით მოამზადეს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს