სიახლეები
სკოლები, სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლა

''დედაენა ერთია, დედაენა ღმერთია'' - გეზათის სკოლაში ჩატარებული მაღალი დონის ღონისძიება
08-12-2016
-
+


„დედაენა ერთია, დედაენა ღმერთია“ - ამ სახელწოდების პროექტი განახორციელა სახელმწიფო ენის კათედრამ გეზათის სკოლაში.

პროექტი მიეძღვნა იაკობ გოგებაშვილის “დედაენის“ 140-ე წლისთავს. პროექტის მიზანი იყო იაკობ გოგებაშვილის დედაენის“ პოპულარიზაცია, მოსწავლეებში შემოქმედებთი უნარ-ჩვევების განვითარება. 

პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულები I-IX კლასის მოსწავლეები, ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებლები, კლასის დამრიგებლები, მშობლები. 

პროექტს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლოლა ქურასბედიანი, ხოლო 25 ნოემბერს ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „დედაენა ერთია დედაენა ღმერთია“. 

იგი გაიხსნა კედლის გაზეთის სპეციალური ნომრის„ლურჯა ცხენების“პრეზენტაციით, რომელიც  გააკეთა მე-8 კლასის მოსწავლემ ანი ფირცხალავამ. 

გაზეთი მთლიანად იაკობ გოგებაშვილის „დედაენას“ მიეძღვნა, ღონისძიება გახსნეს მე-9 კლასის მოსწავლეებმა. 

მათ საინტერესოდ ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლსა და დამსახურებაზე. ღონისძიებაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა „დედაენაზე“ შექმნილი ლექსები და სიმღერები. 

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ლია ფირცხელავას მიერ წაკითხული ანა კალანდაძის ლექსი „რა უფრო მოგწონს დედაენაში“. 

ღონისძიებაში ყველაზე პატარა მონაწილეებმა, პირველკლასელებმა წარმოადგინეს იაკობ გოგებაშვილის „ვანო და ფრინველები“. ღონისძიება ჩატარდა მაღალ დონეზე, დაიმსახურა დამსწრე საზოგადოების მაღალი შეფასება. 

სკოლის ,,შთაბეჭდილებების წიგნში“ კი გაკეთდა ჩანაწერები.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტური 9 მარტს დაიწყება - დეტალები მოსწავლეებისთვის

2025 წლის გამოცდებზე რეგისტრაცის დაწყების თარიღი დღეს გახდება ცნობილი

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების დახმარების პროგრამა

რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული მეთოდი
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება