სიახლეები
სიახლეები

„მე მინდა, ყველა აბიტურიენტი დავამშვიდო“, - მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს მიმართავს
01-07-2018
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა აბიტურიენტებს მიმართა და განრიგის შეცვლის მიზეზები კიდევ ერთხელ განმარტა:

„ჩვენს ინტერესებში ნამდვილად არ შედიოდა განრიგის შეცვლა. სამწუხაროდ, მაღალი სიცხეებია მოსალოდნელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვქონდა უფლება აბიტურიენტებისთვის, სიცხის გამო, დისკომფორტი შეგვექმნა. განრიგის შეცვლა ჩვენთვისაც რთული იყო, რადგან ეს რისკებთან იყო დაკავშირებული. მერწმუნეთ, დილის ნაკადზე არანაირი პრობლემა არ არის. დილის ნაკადის აბიტურიენტებს არ ეცვლებათ განრიგი. ზოგიერთ აბიტურიენტს მიყოლებით მოუწევს გამოცდების ჩაბარება. ამან უკმაყოფილება გამოიწვია. თუმცა პირველი ნაკადის მერე, მეორე დღის გამოცდისთვის დასვენებას მოასწრებენ. მე მინდა, ყველა აბიტურიენტი დავამშვიდო. ყველა გამოცდა ნერვიულობასთან და ემოციებთან არის დაკავშირებული. მათ სხვა საკითხებზე დამატებით არ უნდა უწევდეთ ნერვიულობა. მოლოდინი აქვთ აბიტურიენტებს, რომ საგამოცდო ცენტრებში გაუსაძლისი პირობებია -  ეს ნამდვილად არ არის ასე. ძალიან კარგია, რომ ყველა საგამოცდო ცენტრი აღიჭურვება გარკვეული სახის გაგრილების სისტემით. ყველას საკმარისად კომფორტული გარემო დახვდება, მაღალი ტემპერატურა სექტორებში არ შეგაწუხებთ. თითოეულ აბიტურიენტს ვუსურვებ წარმატებას და იმ უმაღლესში ჩარიცხვას, რომელიც მათ სურთ,“ - განაცხადა მაია მიმინოშვილმა. 

იხილეთ გამოცდების განახლებული განრიგი


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება