სიახლეები
სიახლეები

რა ინფორმაციას ავრცელებს ცენტრალური საარჩევნო კომისია თსუ-ში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით
09-12-2016
-
+


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები შედგა. 

ამის შესახებ განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დემეტრე ეგნატაშვილმა გააკეთა.

,,20615 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა 2436 მიიღო მონაწილეობა, რაც არის მინიმალურ ზღვარზე 10%-ზე მეტი. ეს ნიშნავს, რომ არჩევნები შემდგარია და ის არის ლეგიტიმური აბსოლუტურად ყველა უბანზე. მათ შორის იმ უბნებზე, რომლებზეც სტუდენტური პროტესტის გამო ვერ მოხერხდა მთელი დღის განმავლობაში ამომრჩევლებისთვის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების უზრუნველყოფა,“ - აღნიშნა მან.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩეულია 140 დელეგატი, რომლებიც ერთი კვირის თავზე ჩაატარებენ სხდომას და აირჩევენ პრეზიდენტს.  არჩევნებთან დაკავშირებით კომისიაში შესულია ორი საჩივარი წერილობითი და ზეპირი, რომელიც უკავშირდებოდა აგიტაციის მცდელობებს, რასაც არჩევნების მიმდინარეობაზე შედეგი არ ჰქონია. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 13 უბნიდან შეუფერხებლად იმუშავა 4-მა, 1 უბანი მცირე დროის განმავლოვბაში შეფერხდა, ხოლო 8 უბანი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო ბლოკირებული, რაც წარმოადგენს გარკვეული წესების დარღვევას. სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია არცერთ ორგანიზაციულ კანდიდატს, ყველა კანდიდატი არის დამოუკიდებელი.  



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება