მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ინტერნეტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ხანაში თქვენს შვილებს უკვე სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ მიიღონ უამრავი ინფორმაცია სხვადასხვა ვებსაიტებიდან. ისინი მათ განსახვავებულ და ასაკისთვის მორგებულ ამბებს აწვდიან.
დღევანდელ სტატიაში Etaloni.ge გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ვებგვერდებს თქვენი შვილებისთვის, რომლებიც უფასო და რაც მთავარია, უსაფრთხოა:
1. თითქმის ყველა მშობელი თანხმდება, რომ ვებგვერდი რომელსაც მათი შვილები ყველაზე ხშირად სტუმრობენ სწორედ PBSKids.org. აქ თავისუფლად შეგიძლიათ იმღეროთ, ითამაშოთ, დაახარისხოთ თამაშები, უყუროთ ვიდეოებს და ა.შ.
2. პატარებს განსაკუთრებით უყვართ Sesame Street's online home . მათ ამ ვებგვერდის მეშვეობით შეუძლიათ ისწავლონ ფერები, ასოები, ცხოველების ხმები, ლექსები, სიმღერები და სხვ.
3. უყურე ცხოველებს კამერაში, გაეცანი საინტერესო ფაქტებს მათ შესახებ, ნახე და გააზიარე ბუნების ფოტოები, წაიკითხე სხვადასხვა ქვეყნებზე და შენ თვითონ სცადე მეცნიერული ექსპერიმენტები. ამ ყველაფრისთვის კი არსებობს National Geographic Kids website, რომელიც არა მხოლოდ პატარებს, არამედ დიდ მკვლევარებსაც დააინტერესებთ.
4. მხოლოდ ერთი ვიზიტი და თქვენ აუცილებლად მოგეწონებათ ეს ვებგვერდი თქვენი შვილებისთვის. მათემატიკა, კითხვა, ონლაინ წიგნები და სასწავლო-შემეცნებითი თამაშები - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, თუ რას შეხვდებით საიტზე Fun Brain. გვერდი განკუთვნილია მერვე კლასამდე მოსწავლეებისთვის.
5. თამაშები, ტესტები და ცნობარები, მოგზაურობა წარსულში, მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები და ფაქტები და ეს ყველაფერი BBC History for Kids-ზე.
6. რისთვის გვჭირდება ხეები? არსებობენ მანათობელი თევზები? ვინ იმოგზაურა პრეზიდენტთან ერთად? ეს მხოლოდ მცირედია იმასთან შედარებით, რის გაგებასაც შეძლებენ თქვენი შვილები ვებგვერდზე Discovery Channel's site. თამაშები, ფაზლები, სხვადასხვა აქტივობები და ტესტები თქვენი შვილების ცხოვრებას უფრო შემეცნებითს და მრავალფეროვანს გახდის.
7. გაიგე ყველაფერი ცხოველებზე, ქიმიაზე, გეოგრაფიაზე, ასტრონომიასა და პლანეტებზე KidsKnowIt.com-ზე. უყურე უფასო საგანმანათლებლო ფილმებს, მოუსმინე მუსიკას და წაიკითხე საინტერესო ფაქტები ყველაფერზე: მფრინავი თაგვებიდან დაწყებული ადამაინის სხეულის ნაწილებით დამთავრებული.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა