მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალის საპრიზო ადგილოსნების შედეგებთან ერთად უამრავ ადამიანს თითოეული კითხვის სტატისტიკაც აინტერესებს.
ამიტომ, გასული წლის მსგავსად, გთავაზობთ „ეტალონის'' ფინალზე დასმული კითხვების სტატისტიკას: რამდენი სწორი პასუხი დაფიქსირდა, რამდენი არასწორი, რამდენმა მოსწავლემ შეიკავა პასუხისგან თავი. ასევე თითოეული ვერსია რამდენმა აირჩია და რამდენი იყო პასუხის დაფიქსირების საშუალო დრო.
სტატისტიკის მიხედვით, მე-6, მე-10 და მე-13 კითხვას მონაწილეთა უმრავლესობამ სწორი პასუხი გასცა, ერთ-ერთი ყველაზე რთული კი მე-18 კითხვა აღმოჩნდა. შედარებით რთული აღმოჩნდა ასევე მე-4და მე-14 კითხვები, თითოეულ ამ კითხვას არასწორი პასუხი52-მა ფინალისტმა გასცა.
მე-6 შეკითხვა 1254 წელს მონღოლების მიერ საქართველოს მოსახლეობის აღწერას ეხებოდა, მე-10 კითხვა - ლადო ასათიანის ცნობილ ლექსს „საქართველოში“, ხოლო მე-13 - ცელულოზის შემცველობას უჯრედებში.
საკმაოდ რთული აღმოჩნდა მე-18 კითხვა, რომელიც თბილისში ჩამოყალიბებული კავკასიის მუზეუმის პირველ დირექტორს ეხებოდა. ფინალისტებს ასევე გაურთულდათ მე-4 კითხვა ფიზიკიდან, ვაკუუმში ვერტიკალურად ზევით სხეულის სიჩქარის ორჯერ გაზრდისა და ასროლის სიმაღლის შესაბამისად გაზრდის შესახებ და მე-14 კითხვა, რომელიც ასევე ფიზიკიდან იყო და სხეულის თავისუფალ ვარდნას უკავშირდებოდა.
მონაწილეებმა ყველაზე სწრაფად მე-10 კითხვას უპასუხეს - საშუალოდ 4.00 წმ-ში, ხოლო ყველაზე დიდი დრო მე-3 - 8.56 წმ და მე-16 - 8.61 წმ კითხვებზე პასუხის გაცემის დროს დაფიქსირდა.
მე-10 კითხვა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლადო ასათიანის ლექსიდან იყო.
მე-3 კითხვაზე ფინალისტებმა, როგორც ჩანს, საშუალო მაჩვენებელზე უფრო დიდხანს იფიქრეს, თუმცა უმეტესობამ პასუხი არასწორად დააფიქსირა, კითხვა მერცხლების მიერ ზამთრის პირობების შეუგუებლობაზე იყო. ასევე საშუალოზე მეტი დრო მოანდომეს მე-16 კითხვას, თუმცა, ამჯერად უმეტესობამ სწორი პასუხი გასცა, კითხვა სამცხის ათაბაგ ყვარყვარე ჯაყელს ეხებოდა.
მე-6 (1254 წელს მონღოლების მიერ საქართველოს მოსახლეობის აღწერას ეხებოდა) და მე-20 კითხვაზე, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ენას უკავშირდებოდა, არც ერთმა მონაწილემ არ შეიკავა თავი.
მხოლოდ 2 თავშეკავება დაფიქსირდა მე-5 კითხვაზე, რომელიც ჰემოგლობინს ეხებოდა, ასევე ორმა ფინალისტმა შეიკავა თავი მე-10 კითხვაზე(ლადო ასათიანის ლექსის შესახებ).
თითო თავშეკავება დაფიქსირდა მე-14 დამე-15 კითხვაზე.მე-14 კითხვა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შედარებით რთულია ღმოჩნდა და ფიზიკიდან სხეულის თავისუფალ ვარდნას უკავშირდებოდა. ხოლო მე-15 კითხვა პარიზის ძველ სახელწოდებას ეხებოდა.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონის“ გრანდიოზული ფინალი რუსთაველის თეატრში გაიმართა.
საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში 78 „ეტალონი მოსწავლე“ მონაწილეობდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა