სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ ეთერში !!! - ანუ, როცა მოთხოვნა ძალას მოიკრებს . . .
04-07-2018
-
+


„ეტალონის“ 2017-2018 სასწავლო წლის გრანდიოზული ფინალი თბილისში, რუსთაველის თეატრში გაიმართა. ინტელექტ-ჩემპიონატის შოუ-კონკურსში საქართველოს მასშტაბით გამოვლენილი 78 „ეტალონი მოსწავლე“ მონაწილეობდა.

საზეიმო ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები,  საქართველოში აკრედიტებული ელჩ(ებ)ი და დიპლომატიური კორპუსი, არასამთავრობო სექტორისა და მასმედიის წარმომადგენლები, სკოლების  დირექტორები, მასწავლებლები, სტუდენტები, მოსწავლეები, მშობლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ... ტევა არ იყო ... ფინალზე დასწრების სურვილი 500-ზე მეტმა სკოლამ გამოთქვა... 

ღონისძიების სტუმრებმა რუსთაველის თეატრში შეკრებილ საზოგადოებასა და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. მათ „ეტალონ მოსწავლეებს“ წარმატებები უსურვეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

რუსთაველის თეატრის სცენიდან ღონისძიების საპატიო სტუმრებმა „ეტალონის“ ეთერში დაბრუნების აუცილებლობაზე რამდენჯერმე გაამახვილეს ყურადღება. 

„ეტალონის“ საეთერო სივრცეში დაბრუნებასთან დაკავშირებით შეკითხვებით ჩვენი საიტის - Etaloni.ge-ს ადმინისტრაციასაც ხშირად მიმართავენ და „ფეისბუქზეც“ ხშირად გვწერენ.

საკითხში გასარკვევად კომენტარი „ეტალონის“ ავტორსა და უცვლელ წამყვანს გოჩა ტყეშელაშვილს ვთხოვეთ.

- უკვე რამდენიმე წელია საზოგადოება აქტიურად ითხოვს პროექტის ტელესივრცეში დაბრუნებას. ხშირად გვწერენ და გვეკითხებიან, რატომ არ გადის „ეტალონი“ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, იქნებ გაგვარკვიოთ, რა ხდება?

- ამ შეკითხვით მეც ხშირად მომმართავენ... ქუჩაშიც მაჩერებენ და მეკითხებიან, თუმცა პასუხი არ მაქვს. არ იფიქროთ, არაფერს ვაკეთებთ, ჩვენს  ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ვიყენებთ, მაგრამ შედეგი არ გვაქვს... შეგროვდა ხელმოწერები, პედაგოგებმა ითავეს ეს საქმე და 34.968 პედაგოგის ხელმოწერა არსებობს, რომლებიც „ეტალონის“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დაბრუნებას ითხოვენ, შედეგი მაინც არ გვაქვს... გასულ წელს 84-მა პარლამენტარმა წერილით მიმართა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, - ფაქტია, რომ ხალხს მოსწონს „ეტალონი“  და გადაცემის ეთერში დაბრუნება სთხოვა... არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. ჩვენც მრავალჯერ  მივმართეთ წერილით აღნიშნულ ტელევიზიას, თუმცა მათი რეაქცია იყო ნული - პასუხსაც არ გვწერდნენ. ბოლო  წერილი საზოგადოებრივ მაუწყებელს და პარლამენტარებს  წელს, მაისის დასაწყისში გავუგზავნეთ და იმას ვითხოვდით იქნებ მოგვისმინეთ მაინც-მეთქი. 

ამჯერად „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ პასუხი წერილობით გვაცნობა, სულ ერთი წინადადება თანაც, გაგიკვირდებათ და ორჯერ - 5 ივნისს და 25 ივნისს, თითქმის იდენტური შინაარსით აი, თვითონ ნახეთ:

„გაცნობებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საპროგრამო პოლიტიკა დასრულებულია და მოიცავს 2 წლის საეთერო ბადეს, მასში შემავალი ორიგინალური პროექტებით და მექანიკური პროდუქციით. შესაბამისად, ახალი პროექტების წარმოება-ჩაშვება არ იგეგმება. დიდი მადლობა შემოთავაზებებისთვის.“

„როგორც წინა წერილში მოგახსენეთ, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, პირველი არხისთვის ახალი პროექტების წარმოება-ჩაშვების საკითხი არ განიხილება, საპროგრამო პოლიტიკისა და საეთერო ბადეზე მუშაობის დასრულების გამო. გთხოვთ, გაითვალისწინოთ.“

... ამ ორ წერილს შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ პირველ წერილში შეთავაზებისთვის მადლობას გვიხდიან, მეორეში კი ეს მადლობა აღარ არის და „გამკაცრებული“ ტონით გვირჩევენ, გავითვალისწინოთ და მომდევნო ორი წელი აღარ შევაწუხოთ (იღიმის) ... არადა ფაქტია, რომ  მოთხოვნა: „ეტალონი“ ეთერში !!!, - ძალას მოიკრებს და არ შეჩერდება ... 

საკითხი ძალიან მარტივად დგას - „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ხალხის ფულით - ბიუჯეტიდან ფინანსდება, თანაც საკმაოდ მსუყედ. მიუხედავად ამისა, მას საერთოდ არ სურს საზოგადოების ხმის გაგონება და აქვს თავისი მოსაზრებები და მორჩა !!!

არადა, სამი არგუმენტის მოყვანა სრულიად საკმარისია:

პირველი - „ეტალონი“ „საზ. მაუს“ ეთერში - ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ლეგიტიმური მოთხოვნა, ამას ადასტურებს 34.968 პედაგოგის  ხელმოწერა  და 26 ივნისს რუსთაველის თეატრში გაჟღერებული სახალხო ძახილი - „ეტალონი“ ეთერში (იხილეთ ვიდეო).     

         
მეორე - „საზოგადოებრივი მაუწყებელმა“ ძალიანაც რომ მოინდომოს, წლების განმავლობაში ვერ შექმნის „ეტალონის“ მსგავსი მასშტაბურობისა და ეფექტურობის საკუთარ გადაცემას. ბუნებრივია, მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო იმ შემეცნებითი გადაცემების, რაც ამჟამად მის ეთერში გადის, პირიქით, რაც მეტი იქნება შემეცნებით-საგანმანათლებლო გადაცემა, მით უკეთესია ახალგაზრდებისთვის და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, უბრალოდ, ისინი არ არის და ვერც იქნება „ეტალონის“  მასშტაბის, ამას წლები და უდიდესი თავდაუზოგავი შრომა სჭირდება. „ეტალონში“ საქართველოს სკოლების 96%-ია ჩართული. 

და მესამე,  „ეტალონი“ მუდმივად განვითარებაზე, პროგრესზე ორიენტირებული პროექტია და ის წლიდან წლამდე ვითარდება. ამის ის მასშტაბური ნოვაციური პროექტები ადასტურებს, რაზეც ჩვენი გუნდი მუშობს - ეს არის საგანმანათლებლო პორტალი იზრუნე.ჯი - მშობელი, ბავშვი, სკოლა - გამაერთიანებელი სიახლე, რაც მშობელების ჩართულობას უწყობს ხელს შვილის განათლებისა და აღზრდის პროცესში და ეს დღეს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ...  და სრულიად ახალი მეცნიერული მიდგომა - სიახლე სტუდენტებისთვის  და მოსწავლეებისთვის - ეგმუ - ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი ... მის შესახებ მოგვიანებით.

შესაძლოა, „საზ. მაუს.“ „ეტალონი“ ვადაგასული პროდუქტი ჰგონია, და მხოლოდ საკუთარი „შედევრებით“ არის აღფრთოვანებული ... „საზ. მაუს.“ არ ესმის საზოგადოების დაკვეთა ... მოკლედ, მე აღარ ვიცი როგორ მოვიქცე, რომ საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნა ამ ტელევიზიის ყურამდე მიტანა შევძლო. იქნებ, ეტალონი.ჯი-ს მკითხველმა მოიფიქროს რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ, ყველანაირ კონსტრუქციულ რჩევას მივიღებ. 

... და ბოლოს, რადგან „საზ. მაუ.“ კანონმდებლობის მიხედვით, ანგარიშვალდებული მხოლოდ პარლამენტის წინაშეა, - გვსურს შედგეს საპარლამენტო მოსმენა, სადაც ერთი მხრივ ვიქნებით „ეტალონის“ გუნდი და მხარდამჭერები და მეორე მხარეს იქნება, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მისი წარმომადგენლები. ჩვენ წარვადგენთ ჩვენს პროექტს - რა გზა გაიარა „ეტალონმა“, რა არის ის დღეს და როგორ ვითარდება, რას მოუტანს ქვეყანას ხვალ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი თავისი არგუმენტები წარადგინოს - რატომ ეწინააღმდეგება ასე გამეტებით სახალხო პროექტის - „ეტალონის“ ეთერში დაბრუნებას ! 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის


საბერიოში დატრიალებული ტრაგედიის გამო 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

სკოლის ექიმის ხელფასი 800, ექთნის კი 670 ლარი იქნება - მთავრობის დადგენილება

მასწავლებელთა სქემის მუხლები 1-ელ ივლისამდეა შეჩერებული - სამინისტრო ახალ ვადებს ასახელებს

„ბაღებში კვების მენიუში დასაშვებია თანხის ცდომილება რამდენიმე თეთრით“ - დოკუმენტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სასკოლო საზოგადოება - მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ახალ წელს ერთმანეთს ულოცავდნენ

სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლეებს, მათ ქორეოგრაფსა და მშობლებს

საერთაშორისო კამპანიის მიზანია მსოფლიო ბავშვების გაერთიანება მშვიდობისთვის


მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და როლები ოსტატურად შეასრულეს

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება