სიახლეები
სიახლეები

„ახლა დაახლოებით ვერეს ხეობის მსგავსი სიტუაცია გვაქვს,“ - რა ხდება ჭუბერში სტიქიის მეორე დღეს
06-07-2018
-
+


ჭუბერში უკვე მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან. მდინარე ნესკრას ადიდებამ და კალაპოტიდან გადმოსვლამ მოსახლეობას სერიოზული ზიანი მიაყენა. მდინარემ სოფლის ხუთი ხიდი წაიღო, დატბორა სახლები და ეზოები. სოფლის მაცხოვრებლები დროებით ნათესავებთან ცხოვრობენ. საბედნიეროდ, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

გავრცელებული ინფორმაციით, მდინარის ადიდება მთის მასის ჩამოშლამ გამოიწვია. სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მათი ინფორმაციით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და შექმნილ სიტუაციას აკონტროლებს ყველა შესაბამისი სამსახური. 

Etaloni.ge ჭუბერის საჯარო სკოლის დირექტორს ნატო სუბარს ესაუბრა, რომლის სახლიც სტიქიამ დააზარალა.  

მისი თქმით, ღვარცოფის ძლიერი მასა და მდინარის ადიდება მთაში ზვავის დნობამ გამოიწვია, რომელსაც შემდეგ ძლიერმა წვიმამაც შეუწყო ხელი: 

„სტიქია დაახლოებით 12 საათისთვის დაიწყო. წვიმამ, თოვლის ინტენსიურმა დნობამ და მთის მასის ჩამოშლამ აადიდა მდინარე ნესკრა, რომელიც ისედაც ღვარცოფული მდინარეა ჩვენს ხეობაში. გზად მდინარემ ფაქტობრივად მეორე კალაპოტი გაიკეთა და წამოიღო ნაშალი მასალა, ხეები, ქვები, კლდის ნატეხები. სოფელი, რომ წარმოიდგინოთ, პირობითად ტერასებად გვაქვს დაყოფილი და პირველად ღვარცოფი პირველ ტერასაზე მოვარდა. იქ მდებარე სახლები დაიტბორა, სამი სახლი განსაკუთრებით კატასტროფულ მდგომარეობაშია, ხუთი ხიდი წაღებული, ეზოები დატბორილი, ღობეები მოშლილი. ჩემი სახლის პირველი ნაწილიც წყლით იყო დაფარული, თუმცა ახლა გამოშრა და შიგნით შესვლა შევძელი. 

სტიქია არ შეხებია სკოლას, რომელიც მეორე ტერასაზე მდებარეობს. ასევე, გადარჩა ცენტრალური და სოფლის დასაწყისში მდებარე ხიდები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, ერთადერთი გზაა გარესამყაროსთან კავშირის დასამყარებლად“. 

ნატო სუბარის თქმით, სამაშველო სამსახური სტიქიის ზონაში დროულად გამოცხადდა: 

„ახლა დაახლოებით ვერეს ხეობის მსგავსი სიტუაცია გვაქვს. ასეთ დროს ერთადერთი გამოსავალი მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გაყვანაა და ეს უკვე მოხერხდა. ნესკრა 2009 წელსაც ადიდდა, მაგრამ მაშინ სტიქიას ამხელა ზარალი არ მოჰყოლია. გუშინდელი ღვარცოფი წინას ორჯერ მაინც აღემატებოდა,“ - აღნიშნა სკოლის დირექტორმა. 

ამჟამად, სოფელში გზების გაწმენდითი და მდინარე ნენსკრას კალაპოტის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

იხილეთ ვიდეოები 

*ვიდეოები გადაღებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

3 აკრძალვა აპლიკანტებისთვის - NAEC დეტალებზე

2025 წლის პირველ სხდომაზე საბჭო სკოლების ავტორიზაციისა და მონიტორინგის შედეგებს განიხილავს

 NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის


განისაზღვრა ჯარში გაწვევის ვადები და ეტაპები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება