სიახლეები
სიახლეები

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დეტალებს იხსენებს
07-07-2018
-
+


თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე თინათინ ყენია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დეტალებს იხსენებს: 

“მე ვიყავი სადისციპლინო კომისიის სხდომაზე, რა დროსაც დამირეკა ერთ-ერთმა მასწავლებელმა და მითხრა, რომ დავიღუპეთ, ბავშვები მოგვიკლესო. მე მაშინვე გავიქეცი ხორავას ქუჩისკენ და ადგილზე მისვლისას პირველი ა.ბ. შემეჩეხა. მან მითხრა, რომ არ მომშორდებოდა გვერდიდან, ვინაიდან რაღაც ნახა. ამის შემდეგ ორივე წავედით და ლევანთან მივვარდით, რომელიც სადარბაზოს კიბეზე იწვა. ის ვიღაცას ეჭირა მხრებით, თუმცა ზუსტად არ მახსოვს-ვის. ჩვენი მოსწავლე ნამდვილად არ იყო. სულ სისხლიანი იყო და ორივე მხარში ხელი მოვკიდე. როცა შევეხე, თავი ცუდად გადააგდო. ამ დროს ა.ბ.-მ რომელიც ამ დრომდე ჩემთან რჩებოდა, მითხრა - წამოდი ჩქარა, დათოსაც უჭირსო და წავედით დათოსკენ. მახსოვს ვყვიროდი, ხალხნო, იქნებ ვინმემ მანქანით გადავიყვანოთ ეს ბავშვი-თქო. ძალიან ვჩხუბობდი, ყველას ვეჩხუბებოდი, იმიტომ რომ იქ სასწრაფო არ იყო და არც-პოლიცია. ჩემს შემდეგ მოვიდა ორივე. შევედი თაღში და დავინახე დათო, რომელიც იწვა ბოძთან, სისხლის გუბეში. თავზე ვიღაც კაცი ედგა, დათოს თვალები გახელილი ჰქონდა და ვუყვიროდი, დათო, ხომ მხედავ-თქო. დედიკოთი მივმართავდი, იმიტომ რომ კალთაზე მყავდა გამოკერებული. დედა ჰყავდა ემიგრაციაში. მე სია მაქვს იმ ბავშვების, ვისაც ემიგრაციაში ჰყავს მშობელი და მათ მიმართ განსაკუთრებული გრძნობა მაქვს, ვიცი ეს რაც არის, მე თავადაც ვიყავი ემიგრანტი, ამიტომ ჩემთვის დათო იყო შვილივით. ვეუბნებოდი თვალები არ დაეხუჭა და ესუნთქა. მერე ისევ გამოვიქეცი ლევანთან, რადგან დათოსთან კიდევ რამდენიმე ადამიანი დავინახე და მინდოდა ორივე ადამიანთან ვყოფილიყავი. არკიდან გამოსვლისას უკვე სასწრაფო დახმარება მოვიდა და ორივე ბავშვთან ექიმებს მივეცით საშუალება, რომ დახმარებოდნენ“, - განაცხადა თინათინ ყენიამ.

მისივე თქმით, ამის შემდეგ ის ა.ბ.-სთან ერთად პოლიციაში წავიდა.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე 51-ე სკოლის დირექტორსა და მის მოადგილეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები კითხავენ. 

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დავით სარალიძე, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება