მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2017-2018 სასწავლო წელი კეთილარის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული ზრდის კუთხით წარმატებული იყო, რადგან თითქმის სკოლის პედაგოგების უმრავლესობამ ჩაატარა სტანდარტული გაკვეთილები. გაკეთდა სოციალური პროექტები, შედგა კოლეგებს შორის სამუშაო შეხვედრები.
14 აპრილს სკოლაში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მავრა სურმავა.
9 მაისს სკოლაში ჩატარდა ღონისძიება გაიხსნა სამამულო, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომში მონაწილეთა სტენდი, რომელსაც ესწრებოდნენ რაიონიდან მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები.
18 მაისს, მარიკა კუპრეიშვილის ორგანიზატორობით სკოლაში ჩატარდა ბოლო ზარი. ვინაიდან მე-12 კლასში იყო მხოლოდ სამი მოსწავლე და ამ ღონისძიებაში ჩაერთო თითქმის ყველა კლასის მოსწავლე და მე-12 კლასელებს მოუწყვეს გაცილება.
26 მაისი წელს ჩვენს სოფელში განსაკუთრებულად აღინიშნა. რაიონის მასშტაბით ღონისძიება ჩატარდა სოფელ კეთილარის ცენტრში. ღონისძიებას უძღვებოდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები. ასევე, ჩვენი სკოლის მოსწავლეების მიერ, პედაგოგ ლელა სურმავას ხელმძღვანელობით მოიხატა სოფლის ცენტრში ასფალტი.
სასწავლო წლის დასასრულს დაწყებითი კლასების პედაგოგის ლელა სურმავას ორგანიზატორობით სკოლაში ჩატარდა სასწავლო შემეცნებითი აქტივობა „რა?სად?როდის?“.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას