სიახლეები
საინტერესო

კლასგარეშე საკითხავი 5-დან 8 წლამდე მოზარდებისთვის
14-07-2018
-
+


სასკოლო არდადეგები ნაყოფიერ დასვენებასთან ერთად გონებრივად განვითარებაზე ზრუნვასაც გულისხმობს. როდესაც საქმე 5-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვთან გვაქვს, წიგნის კითხვა და წარმოსახვით სამყაროში „მოგზაურობა“ ერთი-ორად მნიშვნელოვანი ხდება.

გთავაზობთ წიგნების ჩამონათვალს, რომელიც მოზარდს საინტერესო, შემეცნებით სამყაროს აზიარებს და კითხვას მის საყვარელ საქმიანობად აქცევს.

1. თოვლის გუნდას ამბები - ჯანაშია გულეური

თოვლის გუნდა ყველაზე საყვარელი პერსონაჟია. ფუმფულა, მხიარული და ცოტათი სევდიანიც. სხვა ბავშვები დიდი ხნის წინ იცნობდნენ, თქვენ კი ახლა გაიცნობთ.

2. ალისა საოცრებათა ქვეყანაში - ჩარლზ ლატვიჯ დოჯსონი

ერთ მშვენიერ დღეს წიგნში თავჩარგულ პატარა ალისას წინ თეთრი კურდღელი გადაურბენს და სწორედ ამის შემდეგ იწყება ნამდვილი თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში. ის, რაც წესით უჩვეულო უნდა ყოფილიყო, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

3. პატარა ქალაქის ზღაპრები - გურამ პეტრიაშვილი

ეს არის წიგნი პატარა ქალაქზე, სადაც შეხვდებით ყველას გარდა ბოროტი ჯადოქრებისა და კუდიანებისა. აქ ცხოვრობს კაცი, რომელმაც ქარი დაიმორჩილა, მხიარული მღებავიც ამ ქალაქში ცხოვრობს, რომელიც ბავშვების ოთახებს ფერადი ყვავილებითა და მხიარული ფიგურებით ახალსიებს. აქ ბალერინასაც შეხვდებით, რომელიც სცენას დაემშვიდობა, მაგრამ მაინც ძძველებურად უყვარს ცეკვა.

4. ზღაპრები ბიჭებისთვის და გოგონებისთვის

„ჩემი პატარა წიგნი“ ბალიშა წიგნების ახალი სერიაა, რომელიც სპეციალურად გოგონებისთვის და ბიჭებისთვის სამ-სამ წიგნად დაიწერა, ლამაზად დასურათებული ზღაპრები გოგონებს პრინცესებზე და ფერიებზე, ბიჭებს კი მანქანებზე და საინტერესო თავგადასავლებზე მოუთხრობს.

6. ზღაპრები - ძმები გრიმები

წიგნში თქვენი საყვარელი ზღაპრები გელოდებათ და კიდევ - ლამაზი ნახატები . აქ სიკეთე ბოროტებას ამარცხებს , ცხოველები ადამიანებივით საუბრობენ და პრინცესებს ღარიბი ჭაბუკები უყვარდებათ... და ისე, როგორც ყველა ზღაპარში , ყველაფერი ბედნიერად სრულდება.

7. ოლივერი და პეჩი - კლერ ფრიდმენი

მოწყენილი ოლივერი დაკარგულ პეჩს პოულობს. ცუგა მისი განუყრელი მეგობარი ხდება. ბიჭი ხვდება, რომ პატრონი აუცილებლად მოძებნის თავის საყვარელ ძაღლს... სევდიანი მეგობრობის დაუვიწყარი ამბავი, რომელიც მთელი ცხოვრება თან სდევს მკითხველს.

8. სახურავის ბინადარი კარლსონი - ასტრიდ ლინდგრენი

სვანტესონების ოჯახი სტოკჰოლმის ერთ-ერთი სახლის მეოთხე სართულზე ცხოვრობს. მათ სამი შვილი ჰყავთ, ყველაზე პატარა ბიჭუნაა. ბოსე და ბეტანი მასზე ბევრად უფროსები არიან. ბიჭუნას სახურავის ბინადარი კარლსონი რომ არ ჰყოლოდა, სულ მარტო იქნებოდა.

9. ეზოპეს 200 იგავი

ეს იგავ-არაკები ყველა დროისა და ქვეყნის ბავშვებს მოუსმენიათ. შეუერთდით მათ და წაიკითხეთ საინტერესოდ მოთხრობილი ბრძნული ისტორიები. ისინი შესანიშნავი ილუსტრაციებითაა გაცოცხლებული და მთავრდება ისეთი რჩევა-დარიგებებით, თქვენ რომ გამოგადგებათ.

10. ძმები ლომგულები - ასტრიდ ლინდგრენი

წიგნი ორი ძმის - ჯონათანისა და სკორპას ურთიერთერთგულებისა და სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. ამ ზღაპარში ყველაფერია, რაც საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებს უნდა ახასიათებდეს - მეგობრობა და თავდადება, გმირები და საზარელი ურჩხულები, იდუმალი ჯადოსნური ქვეყნები და მარადიული ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის…


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება
Loading...