მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გლდანი-ნაძალადევის შემდეგ, ისანი-სამგორის საჯარო სკოლების დირექტორთა სათათბირო შეიქმნა.
იდეა ,,ეტალონისა’’ და Izrune.ge-ს ავტორს, აკადემიურ დოქტორს, გოჩა ტყეშელაშვილს ეკუთვნის. მისი თქმით, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა მაქსიმალური ჩართულობის მისაღწევად Izrune.ge ქართულ რეალობაში არსებული ერთადერთი ეფექტური და ინოვაციური პორტალია, რომელიც სკოლას, ბავშვს, ოჯახსა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გააერთიანებს და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, განათლებულ თაობას აღზრდის.
რაც შეეხება სათათბიროს, ის საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილი ნებაყოფლობითი გაერთიანებაა და ღიაა ყველა იმ სკოლის დირექტორისთვის, ვისთვისაც მომავალი თაობის განათლება-განვითარებაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია.
იასანი-სამგორის სათათბიროს უკვე 16 წევრი ჰყავს - თენგიზ გულორდავა (N106 საჯარო სკოლა), ნინო მესხიშვილი (N99 საჯარო სკოლა), მარინე დემეტრაძე (N107 საჯარო სკოლა), ირმა ტყებუჩავა (N146 საჯარო სკოლა), ხათუნა ენუქიძე ( N131 საჯარო სკოლა), მიხეილ ჩიქოვანი (N92 საჯარო სკოლა), დავით ჭეიშვილი (N87 საჯარო სკოლა), მაია მღვდელაძე (N108 საჯარო სკოლა), ნინელი ადამაშვილი (N83 საჯარო სკოლა), მიხეილ ლომიძე (N180 საჯარო სკოლა), ალექსანდრე ლეჩხოშვილი (N215 საჯარო სკოლა), არჩილ ჩხაიძე (N103 საჯარო სკოლა), მადლონა მუმლაძე (N124 საჯარო სკოლა), გელა ჭანტურია (N85 საჯარო სკოლა), ვალერიან გიორგაძე (N70 საჯარო სკოლა), დავით ბრეგვაძე (N172 საჯარო სკოლა).
ისანი-სამგორის დირექტორებმა ხმათა უმრავლესობით სათათბიროს თავმჯდომარედ თბილისის N106 საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ გულორდავა აირჩიეს, თანათავმჯდომარედ კი - თბილისის N99 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მესხიშვილი.
შეხვედრას პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე ესწრებოდა, რომელმაც სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალს და სკოლის დირექტორთა სათათბიროს ეფექტიანობაზე ისაუბრა.
Izrune.ge - ს ბრწყინვალე პორტალი და სათათბიროს შექმნას უმნიშვნელოვანესი გადაწყეტილება უწოდა თბილისის N106 საჯარო სკოლის დირექტორმა და ისანი-სამგორის სკოლის დირექტორთა სათათბიროს თავმჯდომარემ, თენგიზ გულორდავამ:
„1980 წლიდან მასწავლებელი ვარ და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა ყოველთვის მტკივნეული საკითხი იყო ჩემთვის, რადგან სასწავლო პროცესში მათი აქტივობა ძალიან დაბალია. დაწყებით კლასებში ოჯახი ბავშვის აღზრდა-განათლებაში მეტადაა ჩართული, მაღალ საფეხურზე კი სულ უფრო მეტად შორდება ამ პროცესს და სკოლა ახალგაზრდების აღზრდა-განათლების საქმეში სულ მარტო რჩება. არაჩვეულებრივი და უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო და ინოვაციური პორტალი Izrune.ge და სკოლის დირექტორთა სათათბირო სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრისკენაა მიმართული. სკოლებს შორის თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება, პრობლემური საკითხების ერთობლივი გადაჭრა მნიშვნელოვანია. როგორც სათათბიროს თავმჯდომარეს, მჯერა ამ ინიციატივის ეფექტურობისა და იმ გზების გამონახვის, რომელიც ჩვენი მოსწავლეების წარმატებული მომავლისთვისაა აუცილებელი“.
ღონისძიებაზე N133 საჯარო სკოლის დირექტორი და გლდანი-ნაძალადევის სკოლის დირექტორთა სათათბიროს თავმჯდომარე ლიანა ფუტკარაძე იმყოფებოდა, რომელმაც საკუთარი შეხედულება და გამოცდილება გაუზიარა თანამოაზრეებს.
სათათბიროს თანათავმჯდომარემ, თბილისის N99 საჯარო სკოლის დირექტორმა, ნინო მესხიშვილმა საგანმანათლებლო პორტალისა და ახალი ინიციატივის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:
„Izrune.ge ძალიან შემეცნებითი, ინოვაციური პროექტია, რომელიც ჩვენ წინაშე მდგარი ერთერთი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრასა და სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობას შეუწყობს ხელს. ამ გზით ისინი თავად დაინახავენ საკუთარი შვილის ძლიერ და სუსტ მხარეებს და სკოლა და ოჯახი, ერთობლივი მუშაობით, ახალგაზრდების წინსვლისკენ ვიქნებით ორიენტირებულნი. მშობელთა ჩართულობის გარეშე სკოლა საუკეთესო შედეგებზე ვერ გავა, ასე რომ, ერთობლივი მუშაობა გარდაუვალი აუცილებლობაა. მნიშვნელოვანია ფრაზა, რომ შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს, მშობელი უნდა მიუჯდეს ბავშვს გვერდით და არა-პირიქით. ჩვენი მთავარი ღირებულება მოსწავლე და მისი წარმატებული მომავალია, თანაც ყველა ამ სიკეთის მიღება სიმბოლურ ფასად, თვეში ერთ ლარადაა შესაძლებელი, ასე რომ, Izrune.ge ყველასათვის ხელმისაწვდომია.
რაც შეეხება სათათბიროს, სკოლის დირექტორთა თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, შეგვიძლია ერთმანეთს გამოცდილება და შეხედულებები გავუზიაროთ, მუშაობის პროცესში შესაძლოა გარკვეული დაბრკოლებები შეიქნას, ერთად უნდა ვიფიქროთ გადაჭრის გზებზე და გარკვეულ შედეგებზე გავიდეთ.
ჩემს თანათავმჯდომარეობას ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ მზად ვარ ამ გამოწვევის მისაღებად და თავდაუზოგავი მუშაობისთვის ჩემს კოლეგებთან ერთად. იმედი მაქვს, ნაყოფიერი იქნება ჩვენი თანამშრომლობა“.
სათათბიროს წევრთა შეფასებით, Izrune.ge ინოვაციური, ყველასათვის ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პორტალია, რომელიც მომავლის საქმეს ემსახურება:
„პროექტის მიზნები ბრწყინვალეა და მათ განხორციელება სჭირდება, სწორედ ამისთვის, ოჯახის, ბავშვისა და სკოლის ერთი მიზნით გაერთიანების ხელშესაწყობად შეიქმნა სათათბირო. სკოლის დირექტორები პროექტის შესახებ მშობლების სწორ ინფორმირებულობას ვუზრუნველყოფთ და რაც მთავარია, მუშაობის პროცესში, ერთმანეთში აზრთა და გამოცდილების გაცვლა-გამოცვლით, გაწეული სამუშაოების შეფასებითა და ანალიზით, ეფექტურ შედეგებზე გავალთ“,- ამბობს თბილისის N92 საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ჩიქოვანი.
„მოხარული ვარ, რომ ჩემი სკოლა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის თანამოაზრეა და ისანი-სამგორის სკოლის დირექტორთა სათათბიროს წევრები ვართ. ვფიქრობ, Izrune.ge ძალიან ფერადი, საგანმანათლებო და მომავალ თაობაზე ორიენტირებული სოციალური პროექტია. მჯერა, ერთობლივი მუშაობით სათათბირო მის მთავარ დანიშნულებას - ოჯახის, ბავშვისა და სკოლის გაერთიანებას - მასშტაბურად შეძლებ“,- აცხადებს თბილისის N146 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ტყებუჩავა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...