სიახლეები
ეტალონი

„აუცილებელია, „ეტალონი“ სატელევიზიო სივრცეს დაუბრუნდეს,“ - პარლამენტართა წარმოთქმული სიტყვა გრანდიოზულ ფინალზე
13-07-2018
-
+


„ეტალონის“ გრანდიოზული ფინალი თბილისში, რუსთაველის თეატრში 26 ივნისს გაიმართა. ინტელექტ-ჩემპიონატის საზეიმო შოუ-კონკურსში საქართველოს მასშტაბით გამოვლენილი 78 „ეტალონი მოსწავლე“ მონაწილეობდა.

საზეიმო ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული ელჩ(ებ)ი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორისა და მასმედიის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, სტუდენტები, მოსწავლეები, მშობლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიების სტუმრებმა რუსთაველის თეატრში შეკრებილ საზოგადოებასა და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. მათ „ეტალონ მოსწავლეებს“ წარმატებები უსურვეს და პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ამჯერად გრანდიოზულ ფინალზე პარლამენტის წევრთა მიერ წარმოთქმულ სიტყვას გთავაზობთ:

პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გენადი მარგველაშვილმა პროექტის მასშტაბურობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ეტალონი“ ბრწყინვალე პროექტია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასში ყველა მუნიციპალიტეტისა თუ ქალაქის მოსწავლეები არიან ჩართულები. უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ პროექტს. ჩვენ მომავალში უნდა დავგეგმოთ, თუ როგორ განვავითაროთ მოსწავლეების შესაძლებლობები,“ - აღნიშნა გენადი მარგველაშვილმა.

პარლამენტის წევრის დავით ჭიჭინაძის თქმით, „ეტალონმა“ ახალგაზრდობას სწავლის მიმართ ლტოლვა დაუბრუნა:

„დიდი პატივია ამ ახალგაზრდებთან ერთად სცენაზე მოხვედრა. ეს არის ჩვენი ერის რჩეული ნაწილი. ბატონ გოჩას განსაკუთრებით დიდ მადლობას ვუხდი. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით ერის განათლებაში. ბატონმა გოჩამ შეძლო ის, რაც ვერ შეძლო სახელმწიფომ. ამ ქვეყანას დაუბრუნა სწავლის მიმართ ლტოლვა და ცოდნა დღეს დაფასებულია. ბედნიერი ვარ, რომ ამ ქვეყანას თქვენნაიარი ადამიანი ჰყავს. სამწუხაროდ, ტელევიზიით ხშირად აჩვენებენ, როგორი გაუნათლებელი ერი ვართ. ვფიქრობთ, რომ ეს ბავშვები უნდა ვაჩვენოთ ხშირად ტელევიზიით და ამით გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

პარლამენტის წევრმა, სიმონ ნოზაძემ პროექტზე საუბრისას აღნიშნა, რომ აუცილებელია „ეტალონი“ სატელევიზიო სივრცეს დაუბრუნდეს:

„ბატონო გოჩა, თქვენ ბევრს აკეთებთ, იმისათვის, რომ ჩვენი ერისათვის დამახასიათებელი თვისება - სწავლისადმი მიდრეკილება გაუღვივოთ ახალგაზარდებს. სიამაყით ვიტყვი, რომ ნამდვილად გამოგდით, რადგან ერთობ წარმატებული ახალგაზრდები გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარების ურთულეს, გარდამავალ ეტაპზე იმყოფება, მას ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. ჩვენ არა მხოლოდ გვცნო განვითარებულმა, თავისუფალმა სამყარომ, არამედ ყველაზე უფრო განვითარებული ქვეყნები ჩვენი მეგობრები არიან. ჩვენი არსება ისეთია, რომ მუდმივად განათლებისკენ მივისწრაფოდით. უზარმაზარი შესაძლებლობები იშლება საქართველოს წინაშე, მოდის გლობალიზაციის ძალიან დიდი ტალღა, რომელსაც თუ მოუმზადებლები შევხვდებით, გადაგვთელავს, ხოლო თუ მოვემზადებით, მაშინ მის უკიდეგანო შესაძლებლობებს საქართველოს სამსახურში ჩავაყენებთ. ეს კი თქვენ, ახალგაზრდობამ უნდა გააკეთოთ. გაუმარჯოს ჩვენი სამშობლოს მომავალს, მის მთავარ მამოძრავებელ ძალას - ახალგაზრდობას, ქება და დიდება თქვენ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონის“ სატელევიზიო სივრცეში დაბრუნება აუცილებელია. სულ სამიოდე გადაცემას ვუყურებდი, მათ შორის ერთ-ერთი იყო „ეტალონი“. პროექტი მხოლოდ განათლებას კი არ უღვივებს ახალგაზრდობას, არამედ საქართველოში მცხოვრებ ყველა ეროვნების შვილს პატრიოტული განწყობით ზრდის. ეს ყველაფერი კი ტელევიზიით მასობრივმა მაყურებელმა უნდა იხილოს. ყველამ, ვისთვისაც საქართველო და მისი მომავალი ძვირფასია,“ - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

2017-2018 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“თბილისის N155 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლაზარე ბედუკაძე გახდა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება