სიახლეები
სიახლეები

„საგამოცდო ცენტრს ასეთი დიდი შეცდომა არ უნდა დაეშვა“ - მაგისტრანტობის მსურველი
13-07-2018
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ვებგვერდზე შემთხვევით, სავარაუდოდ, საერთო სამაგისტრო გამოცდების იმ ტესტების სწორი პასუხებიც გამოაქვეყნა, რომლებიც მაგისტრანტობის მსურველებს ჯერ არ დაუწერიათ. პასუხები ვებგვერდზე რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი, შემდეგ კი აღარ იძებნებოდა. 

საუბარია მაგისტრატურის B და C ტესტის ტიპებზე, რომელიც 18-19 და 24-25 ივლისს უნდა ჩატარდეს. 11-12 ივლისს A ტესტის ტიპის გამოცდა ჩატარდა.

ტესტების პასუხების სქრინები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ერთ-ერთი სტუდენტი მარიამ გვარამია, რომელმაც აღნიშნული სქრინები მოგვაწოდა, აღნიშნავს, რომ ცენტრს ასეთი დიდი შეცდომა არ უნდა დაეშვა:

„გუშინ და გუშინწინ სამაგისტრო გამოცდის A ტიპის ტესტი ვწერე და საღამოს naec-ის გვერდს ვათვალიერებდი, როცა პასუხები გამოქვეყნდა. სიმართლე გითხრათ, ასე მალეც არ ველოდი პასუხებს და ძალიან გამიკვირდა. როცა პასუხების ფაილი გავხსენი, მობილურ ვერსიაში A ტესტის პასუხების შემდეგ B და C ტესტების პასუხებიც მოჩანდა. ამ ტიპის ტესტები მომდევნო კვირაში უნდა დაწერონ მაგისტრანტობის მსურველებმა. ჩემ გარდა, პასუხები კიდევ ბევრმა ადამიანმა ნახა და ამან სტუდენტების აღშფოთება გამოიწვია. მაგისტრანტობის მსურველები ამან არათანაბ სიტუაციაში ჩაგვაყენა ნამდვილად და საგამოცდო ცენტრს ასეთი დიდი შეცდომა არ უნდა დაეშვა,“ - აღნიშნა მარიამ გვარამიამ.


 


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება უკვე გააკეთეს. მათი თქმით, ვებგვერდის www.naec.gov.ge მობილურ ვერსიაზე ვიზიტორები არაკორექტირებულ ფაილს ხედავდნენ, რამაც დაბნეულობა გამოიწვია.

„განვმარტავთ, რომ ფაილში მოცემული დამატებითი ინფორმაცია არ არის საგამოცდო ტესტის ვერსიების სწორი პასუხები, რაშიც არა მხოლოდ აპლიკანტები, არამედ ნებისმიერი მსურველი დარწმუნდება ტესტების და სწორი პასუხების გამოქვეყნებისას“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე თქმით, ვებგვერდზე გამოქვეყნებულია A ტიპის სამაგისტრო ტესტი და A ტიპის ტესტის პასუხები.

ჩვენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დამატებითი კომენტარისთვის დავუკავშირდით. თუმცა ამ ეტაპზე ცენტრი სხვა განმარტებას აღარ აკეთებს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება