მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლაში ღონისძიებები აქტიურად ტარდება.
სკოლაში მთელი წლის მანძილზე სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. მათ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ მარინა ცაგარეიშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს სასწავლო პროექტი: „საქართველოო ლამაზო“.
მოსწავლეებმა ანი გოჩოლეიშვილმა, თამარ სამხარაძემ, აკაკი ჩომახიძემ, ლიზი ცაგარეიშვილმა, მარიამ მაკარიძემ და ანა ჩომახიძემ დამსწრეთა მოწონება დაიმსახურეს. მუსიკის პედაგოგ ელიზა ჟღერიას მიერ მომზადებულმა მუსიკალურმა ნომრებმა კი ხალისი შემატა პროექტს.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჩემპიონატში „რა? სად?როდის?“ სკოლის გუნდმა საპატიო მე-3 ადგილი აიღო. ისინი მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩნენ პირველ ადგილზე გასულ გუნდს.
შეჯიბრებაში მოსწავლეები ანი გოჩოლეიშვილი, აკაკი ჩომახიძე, ზაზა ანდრიაძე, ლუკა ცაგარეიშვილი და ირაკლი კუჭავა მონაწილეობდნენ.
მათ რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნუგზარ ჩომახიძე ხელმძღვანელობდა.
ხონის ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლის მიერ ორგანიზებულ მათემატიკის VII რაიონულ ოლიმპიადაში საპატიო I დაიკავა სკოლის მე-3 კლასელმა მარიამ კუჭავამ.გეოგრაფიის პედაგოგ მთვარისა კაკაბაძის ხელმძღვანელობით მომზადდა და ჩატარდა გეოგრაფიული კონკურსი-ვიქტორინა „რა?სად? როდის?“, რომელშიც დიდი ინტერესით ჩაერთვნენ სკოლის მოსწავლეები. სკოლის დირექციამ მონაწილეები სიგელებით დააჯილდოვა.
დაწყებითი კლასის II-III-IV კლასის მოსწავლეებმა პედაგოგების ნარგიზა უგულავასა და მედეა ხეცურიანის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს პროექტი „დედამიწა ჩვენი სახლია“.
მოსწავლეებმა მარი კუჭავამ, ნინო მაკარიძემ, სალომე ფანცულაიამ, აკაკი და ნიკო ცაგარეიშვილებმა, ნიკოლოზ შარვაშიძემ, ანა და გიორგი ჯანხოთელებმა, ლიკა რესულიძემ დედამიწას იუბილე მიულოცეს ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით.
ჭრელი წინდების სიმბოლურ დატვირთვაზე და 21 მარტის მნიშვნელობაზე საინტერესოდ ისაუბრეს მოსწავლეებმა: ანი გოჩოლეიშვილმა, აკაკი ჩომახიძემ, თამარ სამხარაძემ. პოსტერებისა და ბუკლეტების დამზადებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მარი ვეშაგურმა, მარი მაკარიშემ, ლიზი ცაგარეიშვილმა და ანა ჩომახიძემ. პროექტს პედაგოგი მარინა ცაგარეიშვილი ხელმძღვანელობდა.
მიმდინარე წელს გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლის XI-XII კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ მარინა ცაგარეიშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს სასწავლო პროექტი - „ექვთიმე ღვთისკაცი“, რომლის პრეზენტაციაზე მოიწვიეს პედაგოგები, მოსწავლეები და სოფლის მცხოვრებნი.
სკოლაში გაიმართა ბოლო ზარის ღონისძიებაც.
ეს სკოლისთვის რიგით 84-ე გამოშვება იყო. მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობა წარმოადგინეს და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს კლასის ხელმძღვანელს გია ცაგარეიშვილს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას