სიახლეები
რჩევები

სკოლაში წასვლა ყველა ბავშვისთვის ერთნაირად მარტივი არ არის - რჩევები ბავშვთა ფსიქოლოგისგან
31-08-2017
-
+


სკოლაში წასვლა ყველა ბავშვისთვის ერთნაირად მარტივი არ არის. ზოგიერთი რთულად ეგუება ახალ გარემოს, დღის რეჟიმის შეცვლას, სხვა ბავშვებთან ურთიერთობას და ზოგადად ყველა სიახლეს.  

იმისთვის, რომ ბავშვს სკოლაში წასვლა გაუადვილდეს საჭიროა მისი არა მარტო ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური მომზადება.   

სანამ ბავშვი სასკოლო ასაკამდე მიაღწევს, მას მშობლებმა უნდა ჩამოუყალიბონ სხვადასხვა უნარი.
 
მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯდომის, სმენისა და ლოდინის უნარები. 

ამის შესახებ ინგლისელი ბავშვთა ფსიქოლოგი პეტ სპანგინი საუბრობს. 

„სკოლის დაწყება საკმაოდ ამაღელვებელი მომენტია, თუმცა ამავე დროს ბავშვებს სიახლე საკმაოდ აშინებთ. ამიტომ სანამ სკოლა დაიწყება, მათ უნდა ვესაუბროთ, თუ რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ სკოლისგან.  წაუკითხეთ წიგნები, რომლითაც მათ სკოლაში უნდა ისწავლონ. წინასწარ გააცანით მასწავლებლები, აუხსენით თუ ვინ არიან ისინი. აჩვენეთ სასკოლო ოთახი. მსგავსი აქტივობები ბავშვებს დაეხმარებათ  მათთვის უცნობი გარემოს შესწავლაში.“- ამბობს სპანგინი. 

როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, განსაკუთრებით საყურადღებო პირველი რამდენიმე კვირაა.

აიცილებელია დააკვირდეთ ბავშვს, რა შეიცვალა მასში, როგორი გახდა. არსებობს ფაქტები, როცა პირველი კვირის მერე ბავშვები უარს აცხადებენ სკოლაში სიარულზე. თუმცა მშობელი ამას ყოველგვარი აღელვებისა და ნერვიულობის გარეშე უნდა შეხვდეს.  

მნიშვნელოვანია მოუსმინოს ბავშვს, ჰკითხოს, თუ რატომ აღარ უნდა სკოლაში წასვლა. უნდა დააკვირდეთ ბავშვის ხასიათს სკოლაში წასვლის წინ. ბედნიერია, თუ მოწყენილი.  

როგორი რეაქცია აქვს, როცა მას სკოლაში გატარებული დღის შესახებ ეკითხებით. კითხვები უნდა იყოს მარტივი, პირველ კლასელისთვის ადვილად გასაგები.  

მაგალითისთვის, თუ ვკითხავთ არის თუ არა იგი ბედნიერი, ეს მისთვის დამაბნეველი კითხვა იქნება.  

უეკეთესია სპეციფიკური კითხვების დასმა. ვის დაუმეგობრდი, რითი წაიხემსე, ცელქი ბავშვები არიან შენს კლასში?  

დაკვირვების შემდეგ, თუ შეამჩნევთ რომ ბავშვს სკოლაში რაიმე ტიპის პრობლემა აქვს, პირველ რიგში, მიმართეთ მასწავლებელს. უნდა გაარკვიოთ, თუ რა ხდებოდა კლასში.
 
მაგალითად, თუ თქვენი ბავშვი გეუბნებათ, რომ სკოლაში ვინმემ წიხლი კრა, ან შეამნიეთ, რომ კლასში მეგობრები არ ჰყავს, გადაამოწმეთ ინფრომაცია მასწავლებელთან.  

როგორც აღვნიშნეთ, სკოლის დაწყებას საკამოდ რთული პერიოდია, რადგან ბავშვი პირველ რეალურ ნაბიჯებს დგამს დამოუკიდებელ ცხოვრებაში.  

როცა ბავშვი შეძლებს და გადალახავს სკოლაში წასვლით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს, ჩათვალეთ რომ ეს ხარკია, თქვენ მიერ გაღებული შრომისთვის. ამიტომ იყავით ყოველივე ამის მიმართ პოზიტიურად განწყობილები. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები

„სკოლიდან გამოვიდნენ და აღარავის უნახავს“ - თბილისში ორ მოსწავლეს ეძებენ - ჩართულია პოლიცია

ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლი გაიზარდა - საარსებო შემწეობას 270,712 არასრულწლოვანი იღებს

პიროვნება
„მასწავლებელმა პატივი უნდა სცეს მოსწავლის დამოუკიდებელ აზროვნებას“ -  ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებელი იყოს ობიქეტური, სამართლიანი, ჰქონდეს ემპათიის გრძნობა“...

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ავირჩევდი ილია ჭავჭავაძეს, მარი კიურის, არისტოტელეს...“

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერეო და შემეცნებითი აღმოჩნდა

საგანმანათლებლო ღონისძიებების სერია განმსჭვალული იყო ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით

ერთმანეთ ეჯიბრებოდნენ მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები

გაკვეთილზე განიზილეს ქიმიური პროცესები, რომლებიც ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და კვების ინდუსტრიაში ფართოდ გამოიყენება

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება