სიახლეები
ეტალონი, სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლა

''გურჯაანის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას
14-12-2016
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი "ეტალონი" გრძელდება. 

ამჯერად, ''გურჯაანის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.  
   
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი სოფელ გურჯაანში ჩატარდა. 

გურჯაანის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ. 
   
ღონისძიებას გურჯაანის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესსურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს სიგელები გადაეცა.

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა ''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი.

''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს შაშიანის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ანი კაკიაშვილი დაეუფლა:

„კონკურენცია მაღალი იყო და არ ველოდი გამარჯვებას. ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. არ მქონდა იმედი. ვფიქრობ, რომ გამორჩეული ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას. ‘’ეტალონი’’ არის ძალიან კარგი პროექტი. ადრე ტელევიზიით რომ გადიოდა, სულ მქონდა მასში მონაწილების მიღების სურვილი. ეს არის შანსი, რომ ჩვენი ცოდნა გამოვავლინოთ. ეს კი უფრო მეტ სტიმულს მოგვცემს სამომავლოდ.“

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის გივი გერგიძის თქმით, მოსწავლეების მიერ მიღებული ქულებით ძალიან კმაყოფილები არიან:

‘’პირველ რიგში მე კმაყოფილი ვარ იმით, რომ ეს პროექტი არსებობს. უფრო ვითარდება და უფრო მეტი მოსწავლე ერთვება ამ პროექტში და ეს ძალიან კარგია. ვიცი, რომ ბატონი გოჩა ძალებს არ იშურებს ამ პროექტისთვის, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან თუ უფრო მეტი თანადგომა ექნება ‘’ეტალონს’’ ეს კიდევ უკეთესი იქნება. არ ველოდით მოსწავლეების სწავლის ასეთ მაღალ დონეს. მათ მიერ მიღებული ქულებით ძალიან კმაყოფილები ვართ. ეს პროექტი მოსწავლეების სტიმულია.’’

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დალი მინდიაშვილი აღნიშნავს, რომ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია ‘’ეტალონის’’ ახალმა პროექტმა, რომელიც მოსწავლეების გააქტიურებას გულისხმობს:

‘’ნამდვილად საინტერესო ღონისძიება იყო. დაინტერესება მაღალი იყო. შეჯიბრს უამრავი გულშემატკივარი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ მშობლები სოფლებიდან და რაიონებიდან ჩამოსულები. სკოლებიდან იყვნენ პედაგოგები, დირექტორები, ფაქტობრივად მუნიციპალიტეტიდან ყველა გულშემატკივრობდა ბავშვებს, ისინი ძალიან კმაყოფილები არიან ინტელექტ-შეჯიბრით. გაჩნდა დიდი დაინტერესება თქვენი ახალი საიტის მიმართაც, რომელიც მოსწავლეთა გააქტიურებას გულისხმობს. ეს არის სწორედ ის, რაც ახლა სკოლებს სჭირდებათ.’’

''გურჯაანის ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მფლობელი ანი კაკიაშვილი გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.   

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".    
      
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. 




კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება