მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვარდისუბნის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ხათუნა ასანიძემ პროექტში ,,ბუნების ჰარმონია“ აქტიური თანამშრომლობისათვის დიპლომი მიიღო.
ის ძალიან გახარებულია აღნიშნული მიღწევით და მადლობას უხდის მოსწავლეებსა და კოლეგებს აქტიური მხარდაჭერისათვის:
„ძალიან გახარებული ვარ.
მივიღეთ დიპლომი პროექტში ,,ბუნების ჰარმონია“ აქტიური თანამშრომლობისათვის.
მე დიდად ვაფასებ რუმინელი კოლეგებისა და ჩემი სკოლის, ვარდისუბნის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეებს შორის ორმხრივი თანამშრომლობასა და პარტნიორულ ურთიერთობას.
დიდ მადლობას ვუხდი ვარდისუბნის საჯარო სკოლის ხელმძღვანელს ქალბატონ მანანა ბახტურიძეს, სასწავლო ნაწილის გამგეს ქალბატონ თამარ კაპანაძეს, რომლებიც სისტემატიურად მიწევდნენ პროფესიულ პედაგოგიურ დახმარებას პროექტის წარმატებისათვის. მადლობა სკოლის პედაგოგებს ბატონ ოლეგი გრიგალაშვილს და სსსმ პედაგოგს ქალბატონ მადონა კაპანაძეს, რომლებმაც განახორციელეს წარმატებული სკაიპ ჩართვა რუმინელ კოლეგებთან.
ასევე დიდი მადლობას ვუხდი სკოლის იმ პედაგოგებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ პროექტში, ორგანიზებას უწევდნენ მოსწავლეებს რომ აქტივობები თანმიმდვრულად შეესრულებინათ.
ჩემო საყვარელო მოსწავლეებო, ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტის ყველა აქტივობა სრულდებოდა ხალისით, რომელსაც სასწავლო შემეცნებითი დატვირთვა ჰქონდა, რაც თქვენს მაღალ სააზროვნო უნარებზე აისახება და გამოგადგებათ ცხოვრებაში. მოხარული ვარ, რომ ჩვენზე დაკისრებული რთული დავალებების ხარისხიანად შესრულებითა და თავდაუზოგავი შრომით ყველამ ერთად დავიმსახურეთ ეს დიპლომი.
ვფიქრობ, ამ პროექტში მონაწილეობამ თითოეულ ჩვენგანზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
გისურვებთ კეთილდღეობასა და წარმატებებს!“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს
შემოდგომის სემესტრის მობილობა სტუდენტებისთვის 29 იანვრიდან დაიწყება - ინფორმაცია ვაკანტური ადგილებისა და გრანტის გადატანის შესახებ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
სასარგებლო და მხიარული თამაში მოსწავლეებისთვის
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება