TOP ნიუსი
სიახლეები
საინტერესო

Etaloni.ge-ს საშუალებით საზაფხულო მეგზური ამჯერად ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე გახდა
18-07-2018
-
+


Etaloni.ge-ს მორიგ შემოქმედებით აქტივობას უკვე უამრავი მოსწავლე ეხმიანება.

ამჯერად ქალაქ ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე, ცოტნე ცაგარეიშვილი ანასეულის დენდროლოგიური პარკის სანახავად გიწვევთ:

„მინდა გაგაცნოთ ანასეულის დენდროლოგიური (მერქნიანი მცენარეების) პარკი. 

მას მრავალწლიანი ისტორია აქვს.

ანასეულის სახელწოდება გურიის მთავრის, მამია მეორის (1600-1625) ქალიშვილს, ანა ბატონიშვილს უნდა უკავშირდებოდეს. მამამ ანა კახთა მეფე თეიმურაზს მიათხოვა და მამული უბოძა. 

მოგვიანებით, ანასეული ჩაის კულტურის გასაშენებლად და სუბტროპიკული კულტურათა სრულიად საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის შესაქმნელად შეირჩა. 

რაც შეეხება ანასეულის დენდროლოგიური დეკორაციული პარკის ეგზოტიკას: ის საქართველოში არსებულ სხვა პარკებს შორის (დადიანების სასახლის პარკი,გორაბეზეჟოულის პარკი ჩოხატაურში და სხვა)  ყველაზე ახალგაზრდაა. 

მისი გაშენება 1929 წელს დაიწყო. გეგმის შედგენაში აქტიური მონაწილეობა დიმიტრი გედევანიშვილმა მიიღო, ხოლო პარკის განაშენიანება მებაღე-დეკორატორს, ბატონ ივანე ვაშალომიძეს დაევალა, რომელმაც მთელი შავიზღვისპირეთი შემოიარა, ბათუმის, თბილისისა და სოხუმის ბოტანიკური ბაღები შეისწავლა და იმავე წელს ანასეულის ტერიტორიაზე დეკორაციული მცენარეების გასამრავლებლად სანერგე მეურნეობის მოწყობა დაიწყო. აშენდა ორი ორანჟერია: სითბოს მოყვარული მცენარეებისა და სადედეებისათვის.  

ანასეულის დენდროლოგიურ პარკში ამჟამად საუკუნეს მიღწეული წიწვოვანი მცენარეები( მჩხვლეტავი ნაძვის ვერცხლისფერწიწვება ფორმით, ჩვეულებრივი ანუ ევროპული ნაძვი, იტალიური ფიჭვი პინეა და სხვა), ცაცხვი, წაბლი, ზიბოლდა, ნეკერჩხალი,  საპნის ხე, წითელყვავილა მაგნოლია, კამფეტის ხე, ირმის რქა, ჩვეულებრივი ზღმარტლი, ჩინეთის ვისტერია (გლიცინია) და სხვა 50-მდე სახეობაა დაცული. 

მოვლის თვალსაზრისით ბაღი დიდ ყურადღებას მოითხოვს. ძველი ნერგების დაცვასთან ერთად პარკი ახალი დეკორატიული მცენარეებით მდიდრდება, რაშიც ანასეულის მკვიდრებს, მამა-შვილ ვალერიან და პეტრე ცანავებს დიდი წვლილი მიუძღვით,“- აღნიშნავს ცოტნე ცაგარეიშვილი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება