მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ეტალონის“ გრანდიოზული ფინალი 26 ივნისს რუსთაველის თეატრში გაიმართა. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის საზეიმო ღონისძიებას სპეციალურად მოწვეული სტუმრები მთელი საქართველოდან ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ „ეტალონი 2016-2017“ წლის ფინალისტების სამეული, რომლებმაც მონაწილეები გაამხნევეს და საზოგადოებას თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს:
ვახტანგ ჩაჩხიანი (პირველი ადგილი, ცაგერი ): „პირადად მე, „ეტალონმა“ მასწავლა, რომ არსებობს ცოდნა ცოდნისათვის და ცოდნა გამოყენებისათვის, პროექტმა საკუთარი შესაძლებლობებით გამოწვეული ბედნიერება განმაცდევინა.“
სოფი ყარალაშვილი (მეორე ადგილი, სიღნაღი): „ვიცით, რომ სწავლის ძირი მწარე არის, მაგრამ მას გატკბილებაში „ეტალონი“ ეხმარება. პროექტმა საკუთარ თავზე მუშაობისა და წინსვლის მეტი სტიმული მომცა. ბატონო გოჩა, მადლობას გიხდით ახალგაზრდების წარმატებაზე ზრუნვისთვის და გთხოვთ, არასდროს შეწყვიტოთ ეს საქმე, ქალაქებსა და რეგიონებში მოსწავლეები კვლავაც გელიან.“
შოთა ჩახუნაშვილი (მესამე ადგილი, ვანი): „ეტალონი“ აღარ არის მხოლოდ პროექტი, ის არის ნამდვილი დღესასწაული ახალგაზრდებისთვის. ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ ფინალისტებს.“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება