გთავაზობთ „ეტალონის“ გრანდიოზულ ფინალზე შესრულებული შემოქმედებითი ნომრების ვიდეორგოლებს
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ საზეიმო ფინალი 26 ივნისს რუსთაველის თეატრში გაიმართა.
ეროვნულ დღესასწაულს შემოქმედებითად ფოლკლორული ანსამბლები აფორმებდნენ:
შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი „ზე - კართან“; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ-ფოლკლორული ანსამბლი „სნო“; 500 თავდადებული ბოლნელის სახელობის ქართული ეროვნული ცეკვების სახალხო ანსამბლი „ბოლნელი.“ გრანდიოზულ ფინალზე ლექსი წაიკითხეს:
მარნეულის მუნიციპალიტეტის, კირაჩმუღანლოს საჯარო სკლოლის მე-12 კლასის მოსწავლემ, მალაქ აშიროვამ;
ახმეტის მუნიციპალიტეტის, დუისის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ, ჯამილია მაკალოვამ.