მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელის, ნოე მეგრელიშვილის განცხადებით საქართველოში ჰაერში ტყვიის შემცველობა ევროპულ დონეს ხუთჯერ ჩამოუვარდება.
„ჰაერში ტყვიის შემცველობას გარემოს ეროვნული სააგენტო ლაბორატორიული ანალიზით იკვლევს და მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰაერში ტყვია ფიქსირდება. მეგრელიშვილი ასევე გამორიცხავს საწვავში ტყვიის არსებობას.
2017 წლის შედეგებმა დაადასტურა, რომ ჰაერში ტყვიის შემცველობა ევროპულ დონეზე 35-ჯერ დაბალი იყო. ქვეყანაში 2005 წლიდან აკრძალულია ტყვიის შემცველი ბენზინის მოხმარება და ბოლო წლებში ჩატარებულ არცერთი კვლევით, იქნება ეს არასამთავრობო სექტორის მონაცემები, ჟურნალისტური გამოძიება თუ სახელმწიფო კონტროლი, ტყვიის დასაშვებზე მეტი შემცველობა ჰაერში არ დაფიქსირებულა.
ტყვიის წყაროებს სწორად უნდა მივაგნოთ და პრობლემა ვეძებოთ იქ, სადაც ამის ყველაზე მაღალი ალბათობაა – სათამაშოებში, საღებავებში. იყო შემთხვევა, როდესაც ადამიანი დააპატიმრეს იმის გამო, რომ სუნელების რაოდენობას საღებავებით ზრდიდა“, – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2018 წლის განახლებული ანგარიშით მეთოდოლოგიური შეცდომა გამოასწორა და საქართველომ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით პირველი ადგილიდან 70-ზე გადაინაცვლა.
იხილეთ ასევე:
როგორ დავიცვათ თავი დაბინძურებული ჰაერის მავნე ზემოქმედებისგან - სპეციალისტების რჩევები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა