სიახლეები
წიგნები, ინტერვიუ

„მშობლებს ძალიან უნდათ, რომ მათი შვილი კითხულობდეს, მაგრამ, პირველ რიგში, თვითონ უნდა აძლევდნენ ამის მაგალითს“
23-07-2018
-
+


ქართველი ფილოლოგი და პოლიტიკოსი, ლევან ბერძენიშვილი კითხვის დიდი მოყვარულია. ამბობს, რომ წიგნი ადამიანს საშუალებას აძლევს, მთელ სამყაროში იმოგზაუროს. ყველაზე დიდ სიამოვნებას იმ ადგილებში სიარული ანიჭებს, სადაც ამა თუ იმ ნაწარმოების სიუჟეტი ვითარდება.

ლევან ბერძენიშვილმა Etaloni.ge-ს გაუზიარა საკუთარი შეხედულებები იმის შესახებ, თუ როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა.

- ბატონო ლევან, როგორია თქვენი მოსაზრება, როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა და რა ასაკში რა წიგნი შევთავაზოთ?

 - ბავშვი წიგნთან მიდის მაშინ, როდესაც ხედავს, რომ მისი მშობელი ან ახლომყოფი ადამიანი წიგნს კითხულობს. ძალიან იშვიათია, რომ ოჯახში, სადაც მშობლები არ კითხულობენ, წიგნის მკითხველი ბავშვი გაიზარდოს. მშობლებს ძალიან უნდათ, რომ მათი შვილი კითხულობდეს, მაგრამ, პირველ რიგში, თვითონ უნდა აძლევდნენ ამის მაგალითს.

რაც შეეხება იმას, თუ რა წიგნი შევთავაზოთ ბავშვს, ყველა წიგნი შეიძლება აღმოჩნდეს საინტერესო. ერთხელ, უმბერტო ეკომ იხუმრა, ტელეფონების ნომრების წიგნიც კი შეიძლება სასარგებლო და საინტერესო იყოსო. ადამიანი, პირველ რიგში,  უნდა ერკვეოდეს მშობლიურ ლიტერატურაში, რადგან ეს მისი ენა და კულტურაა. ქართველი, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაერკვეს „ვეფხისტყასანში“ და ეს პოემა იცოდეს კარგად. თუ „ვეფხისტყაოსანი“ არ იცი, ეს იმას ნიშნავს, რომ უარს ამბობ სიმდიდრეზე, რომელიც გაქვს. რადგან სკოლაში ასწავლიან, მშობელი ფიქრობს, რომ მან აღარ უნდა ასწავლოს. არადა, სკოლაში რასაც გვასწავლიან, ეს არაფერია, ჩვენ თვითონ უნდა ვისწავლოთ.

ზაფხულში ავიღებდი ასეთ წიგნებს: 1. „ვეფხისტყაოსანი“, 2. ვაჟა-ფშაველას პოემები, 3. გალაკტიონისა და ბარათაშვილის ლექსების კრებულები და ერთი ორი მსუქანი ქართული წიგნი, მაგალითად, „სამოსელი პირველი“, „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ და ა. შ.

- რა ასაკში წაიკითხავს ბავშვი, თქვენ მიერ ჩამოთვლილ ნაწარმოებებს, არ აქვს მნიშვნელობა?

- არ ვარ მომხრე, რომ ასაკობრივად დავყოთ წიგნები. ყველა წიგნის წაკითხვა შეიძლება ნებისმიერ ასაკში. შეიძლება ბავშვმა რაღაც ვერ გაიგოს, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, მაინც დაუტოვებს ეს სულში რაღაცას. მე ძალიან პატარა ვიყავი „ჯაყოს ხიზნები“ რომ წავიკითხე. ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ რაღაც საინტერესო რომ იყო, მაშინდელი შეგრძნება ახლაც მახსოვს. ამიტომ, არ დავყოფდი ასაკობრივად. „ვეფხისტყაოსანს“ ხომ ისედაც არ აქვს ასაკი, ნებისმიერ ასაკში შეიძლება იკითხო. ასევე - ვაჟას პოემები. რაც შეეხება, საერთოდ, პოეზიას, ლექსების კითხვა არის უმაღლესი კულტურა. ადამიანები, რომლებიც ლექსების გარეშე ცხოვრობენ, საცოდავი ხალხია და, ჩემი აზრით, მათ სიცოცხლეს არავითარი აზრი არ აქვს. ამიტომ, ეს კულტურა ადამიანმა თავად უნდა გამოიმუშაო. ლექსები ზეპირად უნდა ისწავლო. დღეში ერთი ლექსიც რომ ისწავლოს ადამიანმა, ათასჯერ უფრო მდიდარი იქნება სულიერად, ვიდრე მანამდე იყო.

ბავშვებმა შეიძლება წაიკითხონ ჟიულ ვერნის ნაწარმოებები და სხვა მსგავსი წიგნები, მაგრამ აქაც ვერ ვხედავ განსხვავებას - მეც შემიძლია, ისევ სიამოვნებით ვიკითხო ჟიულ-ვერნი.

- თავად ბევრი ლექსი იცით ზეპირად?

- დიახ, ძალიან ბევრი ლექსი ვიცი და ჩემმა ქალიშვილმა „ვეფხისტყაოსანი“, ფაქტობრივად, ზეპირად იცის და ასევე ჩემმა მეუღლემ. მეც კარგად ვიცი. ეს ძალიან დიდი სიმდიდრეა. როდესაც ამბობენ, არ არის საჭირო ლექსის ზეპირად სწავლაო, მავნებლობაა.

ოჯახში ყველა ფილოლოგები ვართ. დედაჩემიც მასწავლებელი იყო, ჩემი ცოლიც მასწავლებელია, ჩემი შვილიც... ჩემი ქალიშვილი ძალიან პატარა იყო, როცა „ვეფხისტყაოსნის“ უამრავი სტროფი იცოდა ზეპირად. სულ პატარები ვიყავით მე და ჩემი უფროსი ძმა, როცა დედაჩემი სპექტაკლებს გვადგმევინებდა და, მაგალითად, ტარიელისა და ავთანდილის თათბირს ვყვებოდით ქაჯეთის ციხის აღების წინ რომ გაიმართა. მე ავთანდილი ვიყავი ხოლმე და ჩემი ძმა - ტარიელი. ვფიქრობ, მე გამიმართლა ამ თვალსაზრისით და მდიდარიც ვარ.

- თანამედროვე ავტორებს კითხულობთ?

- დიახ, მსოფლიოში დღეს უამრავი კარგი წიგნი იწერება. როგორც კი გავიგებ, რომ ჯონ მაქსველ კუტზეემ ახალი წიგნი დაწერა, ვცდილობ, ხელში ჩავიგდო და წავიკითხო. ამჟამად ავსტრალიაში ცხოვრობს, წარმოშობით სამხრეთ აფრიკელია. ბოლოს დაწერა „იესოს სკოლის ბედი“.  სანამ ქართულად გამოვა, ინგლისურადაც წავიკითხე და რუსული თარგმანიც ვნახე.

მე ვასწავლი ლიტერატურას და ამიტომ, იმ წიგნებს, რომლებსაც ვასწავლი, ყოველ ზაფხულს ხელახლა ვკითხულობ. ახლა ზაფხულია და კითხვისთვის  საუკეთესო დროა. უკვე გადავდე წიგნები - ტოლსტოი, დოსტოევსკი... „ილიადა“ მე თავად ვთარგმნე და ამ ზაფხულს უკვე ხელახლა წავიკითხე. ახლა ვაპირებ, გადავხედო თომას მანს და სხვა დიად წიგნებს, რომლებსაც სეზონზე ერთხელ მაინც ვკითხულობ, რომ არ დაძველდეს. ეს სასურველია, რათა მუდამ ახალი იდეები გქონდეს. ასე რომ, საჭიროა როგორც ახალი წიგნების კითხვა,  ისე ძველი, უკვე წაკითხული წიგნების ხელახლა გადაკითხვა. „ვეფხისტყაოსანს“ წელიწადში ორ-სამჯერ მაინც უნდა კითხულობდეს ქართველი კაცი.

მშობელმა პატარაობიდან უნდა უკითხოს ბავშვს წიგნები ხმამაღლა, რათა მიეჩვიოს კითხვას თუ პოეზიის რითმს. ხმამაღლა კითხვა შესანიშნავი იდეაა მცირე ასაკში. 3-4-5 წლის ბავშვს ყოველდღიურად უნდა უკითხო. შემდეგ, ნელ-ნელა ჩნდება კითხვის ჩვევა. მშობელმა უნდა მოიცალოს, ასე მოიქცეს, რომ ბავშვს რამენაირად ხელში ააღებინოს წიგნი. მე უამრავ ახალგაზრდას ვიცნობ. შესანიშნავი ახალგაზრდები არიან, უცხო ენებს ფლობენ, თანამედროვედ განვითარებულები არიან, მაგრამ მხატვრული წიგნი არ აქვთ ხელში აღებული და ეს იმას ნიშნავს, რომ შეგიძლია 110 სიცოცხლით იცხოვრო, მაგრამ ერთით ცხოვრობ. წიგნებს ვინც კითხულობს, მას მრავალფეროვანი სიცოცხლე აქვს და მდიდარია. ვინც არ კითულობს, მას ის ცხოვრება აქვს, რომელიც სავსეა შემთხვევითობებით. ძალიან ღარიბები არიან, თუმცა შეიძლება კარგი ადამიანებიც იყვნენ. უბრალოდ, მეცოდება ადამიანი, რომელსაც 33 ასოს შესწავლით, შეუძლია მთელი სამყარო ჯიბეში ჩაიდოს და ამას არ აკეთებს.

- პირველად რომელმა წიგნმა მოახდინა თქვენზე დიდი შთაბეჭდილება?

- დიუმას „გრაფი მონტე-კრისტომ“ მოახდინა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება. პირველ კლასში ვიყავი, როცა ვკითხულობდი და... კარგი მჭამელი ბავშვი ვიყავი, წიგნს და პურის ნამცეცებს ერთად პოულობდნენ ხოლმე ჩემს ლოგინში და მეჩხუბებოდნენ. ამ წიგნის კითხვისას ვიფიქრე, რომ ადამიანს შეგეძლო, სხვების დახმარების გარეშე სამყაროში გემოგზაურა. მე ძალიან მიყვარს მოგზაურობა. ახლახანს ჩამოვედი საფრანგეთიდან და მოგზაურობის სიყვარული სწორედ კითხვამ გამიჩინა. სულ მაინტერესებდა ის ადგილები, რომლებზეც წაკითხული მქონდა. პარიზზე რომ წიგნს წავიკითხავ, მერე ჩავდივარ და იქ ვპოულობ იმ ადგილებს. საფრანგეთში შეგიძლია „საბრალონის“ მიხედვით მოაწყო ტური ან „პარიზის ღვთისმშობლის“ წაკითხვის შემდეგ, იქ ახვიდე და დაინახო, როგორ ვითარდებოდა მოვლენები... ეს ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ისტორიაში დადიხარ. ეს კი ყველაზე მეტად ამდიდრებს ადამიანს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება