„ყოველი თვის ბოლო კვირა დღე ჩვენი ოჯახისთვის განსაკუთრებულ დღედ იქცა“ - Izrune.ge -ს გამორჩეულად წარმატებული დედა-შვილი „ეტალონის“ ფინალზე
27-07-2018
დაკოპირებულია
-
+
„ეტალონის“ გრანდიოზული ფინალი 26 ივნისს რუსთაველის თეატრში გაიმართა. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის საზეიმო ღონისძიებას სპეციალურად მოწვეული სტუმრები მთელი საქართველოდან ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge - ს გამორჩეულად წარმატებული დედა-შვილი, პატარა ცოტნე და ელზა ხუბუა-კაცია, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და Izrune.ge-ში ჩართვისკენ მოუწოდა:
„ყოველი თვის ბოლო კვირა დღე ჩვენი ოჯახისთვის განსაკუთრებულ დღედ იქცა, რადგან ყველანი ჩართულნი ვართ ცოტნეს ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენის სახალისო პროცესში. Izrune.ge მართლაც, რომ უნიკალური პროექტია, ის ბავშვს სწავლის მოტივაციას უმაღლებს, ხელს უწყობს ლოგიკური აზროვნების განვითარებას და ოჯახს, ბავშვს, სკოლასა და სახელმწიფოს ერთი მიზნით აერთიანებს. შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს გირჩევთ, ჩაერთოდ ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge - ში“,- განაცხადა ელზა ხუბუა-კაციამ.