მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
Etaloni.ge - ს საზაფხულო ინიციატივას ამჯერად დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ხატია აბულაძე ეხმიანება. გოგონა ლურჯი მოცვის პლანტაციას აცნობს ჩვენს მკითხვებს:
„Etaloni.ge-ს მიერ შემოთავაზებულმა აქტივობამ საშუალება მომცა ჩემი დაბის შესახებ საინტერესო ამბავი მომეთხრო - ლურჯი მოცვის პლანტაციის ისტორია.
ოზურგეთიდან 6 კილომეტრით დაშორებულ დაბა ნარუჯაში ადრე ჩაის საბჭოთა მეურნეობა იყო, დღეს კი, ლურჯმა მოცვმა დაიკავა დიდი ფართობი. დაბა ის ერთერთი ადგილია, სადაც სახელმწიფომ ახალი მარცვლოვანი კულტურების წასახალისებლად, საცდელად ლურჯი მოცვის პლანტაცია გააშენა. გურიის რეგიონის ეკოკლოგიური პირობები სრულადაა შესაფერისი ამ კულტურისათვის.
15 ჰექტარზე გადაჭიმული ლურჯი ველებიდან 2013 წლიდან იღებენ მოსავალს. მისი ნაყოფი მაღალი კვებითი და დიეტური თვისებებით გამოირჩევა, შეიცავს C ვიტამინს, გამოიყენება კულინარიაში, ხალხურ მედიცინაში, მისი ფოთლის ნახარში, ჩაის სახით დიაბეტით დაავადებულთათვისაა კარგი, ასევე გამოიყენება მოუშუშებელი ჭრილობების დასამუშავებლად, უნიკალური წამალია მხედველობისათვის.
აქ არსებული მწარმოებელი კომპანია გათიბვის, გასხვლისა და დაკრეფითი სამუშაოებისთვის ადგილობრივ მუშახელს ქირაობს. 2016-2017 წლებში სეზონურად 150 ადამიანი დასაქმდა, მომავალ წლებში კი, როდესაც მოსავლიანობა გაიზრდება, კიდევ უფრო მეტი ადამიანური რესურსი იქნება საჭირო.
ზაფხულის პერიოდში მე და ჩემი მეგობრებიც ვეხმარებით მშობლებს ნაყოფის კრეფაში. ამ კულტურამ იმდენად დამაინტერესა, რომ საკონფერენციო თემის დაწერა გადავწყვიტე. მინდა, უფრო მეტი გავიგო ლურჯი მოცვის შესახებ. მიხარია, რომ ეს კულტურა ჩემი დაბის მოსახლეობისათვის სეზონური, მაგრამ მაინც შემოსავლის წყაროა“, - გვწერს ხატია აბულაძე.
ახლა შენი ჯერია. გახდი შენი მხარის საზაფხულო მეგზური Etaloni.ge - სთან ერთად.
ინიციატივა 9 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ