TOP ნიუსი
სიახლეები
საინტერესო

მოსწავლეებს უფლება აქვთ გაკვეთილზე 20 წუთით დაიძინონ - საინტერესო ფაქტები ჩინური განათლების შესახებ
26-07-2018
-
+


ჩინეთში ბავშვები სკოლაშივე სწავლობენ, რომ შრომისა და ყოველდღიური მძიმე რუტინის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევენ. თუმცა, ჩინური განათლების სისტემა გარდა ამისა, ბევრ საინტერესო დეტალს შეიცავს.

ჩინეთის ბევრ სკოლაში გათბობა არ არსებობს. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში აგებული სკოლის შენობები გათვლილია თბილ კლიმატზე. ამიტომ ზამთარში შენობის გათბობა მხოლოდ სეზონური კონდიციონერებით არის შესაძლებელი.

სასკოლო ფორმა ჩინეთში სპორტული სამოსით არის წარმოდგენილი. ძირითადად მოსწავლეებს სპორტული შარვალი და თბილი, სპორტული მოსაცმელი აცვიათ, რომლებსაც ზამთარში არ იხდიან. 

ყოველი სასწავლო დღე ვარჯიშით იწყება. მესამე გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეებს თვალის ვარჯიშებს აკეთებინებენ, დღის ორი საათისთვის კი რიგით მესამე ვარჯიშის დრო დგება. მოსწავლეებს საშუალება აქვთ ირბინონ, ითამაშონ და ა.შ. 

დიდი შესვენება ერთი საათის განმავლობაში გრძელდება. ამ დროს მოსწავლეები სადილობენ, ორგანიზმს ასვენებენ და ბუნებაში სათამაშოდაც საკმაოდ ბევრი დრო რჩებათ. თავად სადილი ნოყიერია, ძირითადად ერთი ხორციანი და ორი ბოსტნეულის ულუფებისგან შედგება. როგორც წესი მოსწავლეები და მასწავლებლები უფასოდ სადილობენ.

ჩინეთში მასწავლებლები დაწყებითი კლასის მოსწავლეებს უფლებას აძლევენ გაკვეთილზე 20 წუთით დაიძინონ, რათა უკეთ ისწავლონ.

ამ მართლაც პოზიტიურ სისტემაში შემორჩენილია ძველი, სასტიკი წესებიც. მასწავლებელს უფლება აქვს მოსწავლე ფიზიკურად დასაჯოს. მაგალითად, თუ ბავშვმა გაკვეთილი არ იცის, მასწავლებელს უფლება აქვს დასჯის მიზნით ჯოხით სცემოს.

ღარიბი ან რთულად აღსაზრდელი ბავშვებისთვის არსებობს კუნგ-ფუს სკოლა. მშობლებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათი შვილი ძნელად დასამორჩილებელია, მოზარდი პირველი კლასის ნაცვლად პირდაპირ კუნგ-ფუს სკოლაში შეჰყავთ. პანსიონში ძირითადად მხოლოდ ორთაბრძოლის ელემენტებს ასწავლიან. თუ ძალიან მონდომებულია ბავშვი, შესაძლოა წერა-კითხვაც ასწავლონ, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. 

აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლა-პანსიონში ძალიან მკაცრი წესები მოქმედებს. თუ მასწავლებელი საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია მოსწავლე სასტიკად დასაჯოს და ფიზიკურადაც კი გაუსწორდეს. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება