მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბულინგი ჩვენი დროის ერთერთი პრობლემური და მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელსაც სკოლები და პედაგოგები მთელს მსოფლიოში განსხვავებული, ინდივიდუალური მეთოდებით ებრძვიან.
მათემატიკის მასწავლებელი კეტი პიტი სკოლის კედლებში გატარებული მრავალი წლის შემდეგ, დარწმუნებულია, რომ ხილული ბულინგი შინაგანი მარტოობის შეგრძნებით იწყება.
მათემატიკის მასწავლებელი მოსწავლეებს დაწყებითი კლასებიდანვე აკვირდება და ბავშვების მოძალადეებად ან მსხვერპლად ჩამოყალიბებამდე, პრობლემის აღმოფხვრას მისი წარმოშობისთანავე ცდილობს.
სასურველი შედეგის მისაღწევად პატარა თამაშს ატარებს კლასში. ყოველ პარასკევს მოსწავლეებს სთხოვს, ფურცელზე დაწერონ ოთხი კლასელის სახელი, რომელთა გვერდზეც გაკვეთილების დროს მომდევნო კვირას დასხდებოდნენ. ასევე, ბავშვებმა უნდა დაასახელონ თანაკლასელი, რომელმაც გასული კვირის მანძილზე ყველაზე კარგი მეგობრობა გაუწია.
გაკვეთილის დასრულების შემდეგ, კეტი ანონიმურად მიღებულ ფურცლებს აგროვებს და მათ გაანალიზებას იწყებს - რომელი ბავშვების გვერდით არ სურს არავის დაჯდომა, ან - რომელმა არ იცის, ვისთან სურს მეგობრობა, რომელი მოსწავლეები დარჩნენ თანაკლასელების ყურადღების მიღმა...
მასწავლებელი ცდილობს, გამოავლინოს ბავშვები, რომელთაც თანაკლასელები აიგნორებენ, ან თავად უჭირთ სხვებთან ურთიერთობა.
მიღებული ინფორმაცია კეტის დროულად რეაგირებაში ეხმარება.
მათემატიკის მასწავლებლის ეს მეთოდი უკვე საქვეყნოდ ცნობილი და აღიარებულია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე