სიახლეები
ეტალონი

„ძალიან ემოციური და მოულოდნელი იყო ეს წარმატება ჩემთვის“ - ბორჯომის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე „ეტალონის“ ფინალისტთა ათეულშია
24-07-2018
-
+


„ბორჯომის ეტალონმა მოსწავლემ“, ანა მორჩილაძემ 2017-2018 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნულ ინლეტექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალურ ღონისძიებაზე 78 მოსწავლეს შორის მე-6 ადგილი დაიკავა. მას მიღწეული წარმატებისთვის ფულადი პრიზი გადაეცა. 

ანა ბორჯომის N4 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. რა პიროვნული თვისებებით გამოირჩევა „ბორჯომის ეტალონი მოსწავლე“ და ელოდა თუ არა, ფინალში საპატიო მე-6 ადგილს, ამ და სხვა საკითხებზე მას, მისი სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს Etaloni.ge ესაუბრეა.

ანა მორჩილაძე:

„საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ გრანდიოზული ფინალის ათეულში მოხვედრას ნამდვილად არ ველოდი, ძალიან ემოციური იყო ეს წარმატება ჩემთვის. პროექტმა თავდაჯერებულობა შემმატა და წინსვლისთვის მეტი სტიმული მომცა. „ეტალონი“ ეროვნული, სახალხო პროექტია, მისი მეშვეობით ძალიან ბევრი ნიჭიერი და წარმატებული თანატოლი გავიცანი. ყველას ვურჩევ, რომ ინტელექტ-ჩემპიონატში მიიღოს მონაწილეობა და საკუთარი შესაძლებლობები და ეს დაუვიწყარი წუთები გამოსცადონ.“

ბორჯომის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გელდიაშვილი ამაყია ანას წარმატებით და მას მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებულ მოსწავლედ აფასებს:

„მართლა გაოცებული ვარ, ამ ასაკში ამდენი როგორ შეუძლია ამ ბავშვს. მართლაც „ეტალონი“ მოსწავლეა, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული, ჭკვიანი, შრომისმოყვარე და დინჯი. ოქროს მედლის კანდიდატია, ყველა საგანს ერთნაირად კარგად სწავლობს და მისი ათიანები ცოდნითაა გამყარებული. მადლობა „ეტალონს“, რომ ბავშვებს აძლევს ფრთებს და დამოუკიდებლად ფრენას ასწავლის, სულ მაღლა და მაღლა. დიდი მადლობა, რომ ანა კიდევ ერთხელ აღმოგვაჩენინეთ. მადლობა ბატონ გოჩას უშრეტი ენერგიისთვის და შემოქმედებით ჯგუფს - ეროვნული საქმის მსახურებისთვის.“

ბორჯომის N4 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თინათინ გოგოლაძე ამბობს, რომ ანა კლასის სული და გულია: 

„მშვიდი, გაწონასწორებული გოგონაა, ყველა საგანს თანაბრად, ათებზე სწავლობს. შესანიშნავად ხატავს, ეკლესიაში გალობს. წარმატებულია სპორტშიც, არაჩვეულებრივად თამაშობს ფეხბურთს, ჭადრაკს, მოხერხებული მშვილდოსანია. კლასის სული და გულია.“

ანას დაწყებითი კლასების მასწავლებელი ირინა გოგოლაძე მის პირველ სასკოლო ნაბიჯებს იხსენებს:

„ბავშვობიდან ძალიან თავდაჯერებული იყო, ყოველთვის ცოტას საუბრობდა და ბევრს ფიქრობდა, პირველი კლასიდან ასეა. ლიდერი იყო, ბევრს კითხულობდა. ინდივიდუალური მუშაობა უყვარდა, გახსნილიც იყო და მხიარულიც, მაგრამ ძალიან ზომიერი. „ეტალონის“ გრანდიოზულ ფინალს ვესწრებოდი. ღონისძიება არაჩვეულებრივი იყო, რამდენჯერმე ცრემლიც კი მომადგა ემოციისგან. პროექტის ყოველთვის დიდი გულშემატკივარი და თანამოაზრე ვიქნები.“

„ეტალონის“ გრანდიოზული ფინალი 26 ივნისს, თბილისში, რუსთაველის თეატრში გაიმართა.„საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი თბილისის N155 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლაზარე ბედუკაძე გახდა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

ყველაფერი სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შესახებ - ცნობარი, რეგისტრაციის ინსტრუქცია და სხვა დეტალები

საჯარო სკოლების სია გამოქვეყნდა, რომლებსაც საბიუჯეტო ცვლილებები შეეხო

აუცილებელი პირობაა თითოეული მსურველის მიერ სულ მცირე ორი გამოცდის ჩაბარება

ცნობარში გაეცნობით მნიშვნელოვან ინფორმაციებს

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაის მესამე კლასში პროექტი „პური ჩვენი არსობისა" ჩატარდა

ზღუდერის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა პირველი სემესტრი ტრადიციული ღონისძიებით დაასრულეს
დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკო-კლუბ „მწვანე მომავლის“ წევრებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო სეხვედრა ჩაატარეს

აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება