მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საქველმოქმედო ფონდს „დათუჩას“ აფუძნებს.
როგორც მან პრესკონფერენციაზე განმარტა, 25 ივლისს, მისი შვილის დაბადების დღეა. სწორედ ამ დღის პატივსაცემად ქმნის ის საქველმოქმედო ფონდს.
„დღეს ჩემი შვილის დაბადების დღეა, 17 წლის გახდებოდა. მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მის დაბადების დღესთან დაკავშირებით და იქიდან გამომდინარე, რომ მისი სიცოცხლის განმავლობაში ის ყოველთვის მზად იყო, სიკეთე ეკეთებინა, გადაწყვიტე, რომ შემექნა მისი სახელობის ფონდი „დათუჩა“. ფონდი დაეხმარება ყველა გაჭირვებულ ადამიანს, ავადმყოფ ბავშვებს, სოციალურ დაუცველებს,“ - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.
მისივე სიტყვებით, ფონდი მთლიანად საზოგადოების შემოწირულობით იარსებებს, პერიოდულად კი სხვადასხვა საქველმოქმედო აქცია დაიგეგმება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც