სიახლეები
სიახლეები

საგნის მასწავლებლებისთვის ინკლუზიური განათლების ტრენინგები გრძელდება
19-12-2016
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საგნის მასწავლებლებისთვის 5-დღიან ტრენინგ-მოდულს „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინტეგრაცია ზოგადსაგანმანათლებლო კლასში“ აგრძელებს.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან ინკლუზიური განათლების ისტორიას და ფილოსოფიას, ასევე, ინკლუზიური განათლების, როგორც უმაღლესი ხარისხის განათლების, მნიშვნელობას; განიხილავენ ყველა იმ ეროვნულ და საერთაშორისო დოკუმენტს, რომლითაც რეგულირდება ინკლუზიური განათლება საქართველოში; შეისწავლიან განვითარების დარღვევის ტიპებს, ასევე, მოსწავლის საჭიროებების შესაბამისად, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების პრინციპებს და სსსმ მოსწავლის კლასში ინტეგრაციის სტრატეგიებს.

ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ, მასწავლებელს შეეძლება მოსწავლის საჭიროებების და უნარების შესაბამისი ინდივიდუალური სასწავლო მიზნების, ამოცანებისა და სტრატეგიების შერჩევა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის დოკუმენტის წარმოება, მისი მართვა და მონიტორინგი. გარდა ამისა, შეძლებს ზოგადსაგანმანათლებლო კლასში სსსმ მოსწავლისთვის გაკვეთილის დაგეგმვას.

აღნიშნული ტრენინგ-მოდულის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უკვე 825 მასწავლებელი გადაამზადა და ტრენინგებს სხვა დარეგისტრირებული პედაგოგებისთვის აგრძელებს.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საგნის მასწავლებლებისთვის 5-დღიან ტრენინგ-მოდულს „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინტეგრაცია ზოგადსაგანმანათლებლო კლასში“ აგრძელებს.


ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან ინკლუზიური განათლების ისტორიას და ფილოსოფიას, ასევე, ინკლუზიური განათლების, როგორც უმაღლესი ხარისხის განათლების, მნიშვნელობას; განიხილავენ ყველა იმ ეროვნულ და საერთაშორისო დოკუმენტს, რომლითაც რეგულირდება ინკლუზიური განათლება საქართველოში; შეისწავლიან განვითარების დარღვევის ტიპებს, ასევე, მოსწავლის საჭიროებების შესაბამისად, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების პრინციპებს და სსსმ მოსწავლის კლასში ინტეგრაციის სტრატეგიებს.

ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ, მასწავლებელს შეეძლება მოსწავლის საჭიროებების და უნარების შესაბამისი ინდივიდუალური სასწავლო მიზნების, ამოცანებისა და სტრატეგიების შერჩევა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის დოკუმენტის წარმოება, მისი მართვა და მონიტორინგი. გარდა ამისა, შეძლებს ზოგადსაგანმანათლებლო კლასში სსსმ მოსწავლისთვის გაკვეთილის დაგეგმვას.

აღნიშნული ტრენინგ-მოდულის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უკვე 825 მასწავლებელი გადაამზადა და ტრენინგებს სხვა დარეგისტრირებული პედაგოგებისთვის აგრძელებს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება