სიახლეები
საინტერესო

რატომ გადაწყვიტეს დირექტორობა - სკოლების მეთაურები Etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ
27-07-2018
-
+


რატომ გვსურს ჩვენ ამა თუ იმ საქმის ან დაწესებულის წინამძღოლობა, რა განაპირობებს ჩვენს სურვილს, რატომ გვინდა ვიყოთ ლიდერი? - ამ კითხვებზე პასუხს თითოეული ჩვენგანი სხვადასხვანაირად გასცემს, თუმცა საერთოს მოძებნაც შეიძლება. 

საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეს საქართველოს სკოლების დირექტორებმა დირექტორობა და რა მიზეზებმა განაპირობა მათთვის ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება - ამ კითხვით Etaloni.ge-მ დირექტორებს მიმართა. 

ჭანჭათის საჯარო სკოლის დირექტორი ილია ვადაჭკორია:

„მინდოდა ჩემს ცხოვრებაში რაღაც სიახლე შემომეტანა. მანამდე ამ სკოლაში მასწავლებლად ვმუშაობდი და ჩემი წინამორბედი დირექტორი, ნანული შაინიძე, სულ მეუბნებოდა, რომ მის მერე მე უნდა გავმხდარიყავი დირექტორი. მას ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა და ჯერ მის მოადგილედ დავინიშნე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ კი დირექტორად. მოკლედ რომ ვთქვა, მისი სურვილის წინააღმდეგ ვერ წავედი“. 

საგარეჯოს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ქვრივიშვილი: 

„ჩემი დირექტორობა დაგეგმილი არ ყოფილა, მოულოდნელად და სპონტანურად მოხდა. დირექტორი სხვაგან გადავიდა, მოადგილე აქ არ იყო და ასე გავხდი დირექტორი“. 

ფარცხმის საჯარო სკოლის დირექტორი ელვინე ჯავახიშვილი: 

„პირველ რიგში, დირექტორობის სტაჟი და გამოცდილება მქონდა და ამ საქმეში საკმაოდ კომპეტენტური ვიყავი. მინდოდა, რომ სკოლაში რაღაც სიახლე შემომეტანა და სწავლების ხარისხი ამეწია. თან საკუთარი თავის გამოცდაც მინდოდა და მენეჯმენტი მაინტერესებდა. ფარხცმის საჯარო სკოლას კი 2008 წლიდან ვხელმძღვანელობ“. 

ჩეკურაანთგორის საჯარო სკოლის დირექტორი პავლე პატურაშვილი: 

„სკოლაში 1982 წლიდან ვასწავლი, ხოლო დირექტორი კი 2005 წლიდან ვარ. ასე რომ ვთქვთ, მე მშობლებმა ამირჩიეს, მათ წამოაყენეს ჩემი კანდიდატურა, რადგან საკმაოდ კარგი და თბილი დამოკიდებულება მქონდა მოსწავლეებთან. პირადად მე ინიციატივა არ გამომიჩენია. ახლა ისე შემცირდა სოფელში მოსახლეობა, აღარც ვიცი შემდეგ წელს იქნება თუ არა სკოლა საერთოდ, რადგან ერთი მოსწავლე სწავლობს მხოლოდ, არადა ჩვენი სკოლა ხუთ სოფელს ემსახურება. სამწუხაროდ, არც ბავშვი აღარაა ჩვენსკენ და არც ახალგაზრდობა“. 

ახალციხის N7 საჯარო სკოლის დირექტორი ლალი კარკაძე:

„მომწონდა სკოლასთან ურთიერთობა, მინდოდა, რომ უკეთესი ყოფილიყო სკოლა და მოსწავლეების კეთილდღეობაზე მეზრუნა. ასევე, ძალიან მინდოდა ადმინისტრაციულ საკითხებზე მეზრუნა. ჩვენი სკოლა სპეც სკოლაა და განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს.“

ანის საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ კაპანაძე:


„პედაგოგიურმა კოლექტივმა ნდობა გამომიცხადა და მეც მინდოდა, ჩემი წვლილი შემეტანა სკოლაში“. 

გრემის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მამაგულიშვილი: 

„პირველ რიგში, ბავშვების სიყვარულმა გადამაწყვეტინა დირექტორობა, შემდეგ მინდოდა ჩემი სკოლა გადამერჩინა, რადგან მცირეკონტიგენტიანია და იყო სხვა სკოლასთან შეერთების საშიშროება. ასევე, მოწოდებით ვარ მასწავლებელი და მაქვს მენეჯერული თვისებები“. 

ონის საჯარო სკოლის დირექტორი დალი რაზმაძე: 

„ჩემი დირექტორობა გადაწყვიტა ჩემმა კოლექტივმა. მათი სურვილის გათვალისწინებით კი წამოვაყენე ჩემი კანდიდატურა და სამეურვეო საბჭომ ამირჩია. 12 წელია რაც დირექტორი ვარ და ვცდილობ, გუნდური თანამშრომლობით მივაღწიოთ დასახულ მიზანს“. 

თბილისის N153 საჯარო სკოლის დირექტორი ნათია ფეიქრიშვილი:


„დედაჩემი და ბებიაჩემი მასწავლებლები იყვნენ, მეც ჯერ პედაგოგად ვმუშაობდი სკოლაში, დირექტორი კი ათი წელია, რაც ვარ. მინდოდა თანამედროვე მიდგომები და სიახლეები დამენერგა სკოლაში“. 

გომაროს საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ შავაძე:


„ამავე სკოლის დირექტორი ვიყავი და 2007 წელს როცა გამოცდების შესახებ გამოცხადდა, გამოცდებზე გავედი. შემდეგ ნელ-ნელა გადავლახე ყველა ეტაპი და ასე გავხდი დირექტორი. თან მინდოდა, ჩემი შესაძლებლობები მეცადა და გამომევლინა სკოლაში და სიახლეები დამენერგა“. 

თამარიანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია მაძღარაშვილი: 

„გამოცდები წარმატებით გავიარე და მქონდა შინაგანი მოტივაცია სკოლა მემართა. მანამდეც სკოლაში ვმუშაობდი და სამეურვეო საბჭომ ამირჩია. 4 წელია რაც დირექტორი ვარ“. 

ბოლაჯურის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ მერებაშვილი: 


„მიყვარს ეს საქმე. პროფესიით ვარ ეკონომისტი და მენეჯერული თვისებები ყოველთვის მქონდა. ამავე სკოლაში 20 წელი პედაგოგი ვიყავი, მერე მოადგილედ ვმუშაობდი და ახლა დირექტორი ვარ. სკოლაში სიახლის შემოტანა მსურდა, სწავლის ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენი სკოლა ავარიულია და მინდა, ახალი სკოლა ავაშენო და წესით მოხერხდება. განათლების სისტემაში რაც კი სიახლეა, ყველაფრის გადმოტანას და დანერგვას ვცდილობ სკოლაში“. 

კონდოლის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა სონღულაშვილი: 

„ყველა ადამიანს სურს, საკუთარი ცოდნისა და სურვილების რეალიზება, თან მე დირექტორობამდეც განათლების სისტემაში ვმუშაობდი და მათ სპეციფიკას ვიცნობდი. 3 წელია დირექტორი ვარ და ეს გადაწყვეტილება მოსწავლეებისადმი სიყვარულმა მიმაღებინა და სკოლაში სიახლეების შემოტანის სურვილმა“. 

ვარხანის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ხობიაშვილი: 

„მეც ეს სკოლა დავამთავრე, მერე ჯერ მასწავლებლად ვმუშაობდი და ახლა დირექტორი ვარ. შიდა სამზარეულოს კარგად ვიცნობ და მსურდა, რომ ჩემი სკოლის სუსტი მხარეები აღმომეფხვრა“.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება