სიახლეები
სიახლეები

განათლების მინისტრი რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა
08-09-2016
-
+


იწყება ახალი 2016-2017 სასწავლო წელი. მნიშვნელოვანია სისტემა მომზადებული იყოს იმ პროცესებისათვის, რომელიც წელს იქნება განსხვავებული, გადაყვანილი სხვა კონტექსტში, ვინაიდან საპილოტე პროექტები დასრულდა და იწყება პროექტების სრულფასოვანი იმპლემენტაცია. 

მათ შორის ეს ეხება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას, სახელმძღვანელოებითა და კომპიუტერებით სკოლების უზრუნველყოფას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, იმ ახალ პროგრამებს, რომელიც საქართველოს საჯარო სკოლებში დაიწყება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება მოსწავლეებისა და მასწავლებელთა მოტივაციის გაზრდისთვის. 

იმისათვის, რომ სისტემამ გამართულად იფუნქციონიროს და სწავლა/სწავლების ხარისხი და ხელმისაწვდომობა თანაბარი იყოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რესურცენტრების ხემძღვანელებს შეხვდა. 

შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. განიხილეს გასულ წლებში მიღწეული შედეგები, მინისტრმა მოისმინა რეკომენდაციაები სხვადასხვა პროგრამების დანერგვასთან და სკოლებში არსებული პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით.

ალექსანდრე ჯეჯელავამ აუდიტორიას სამომავლო გეგმები გააცნო ესაუბრა იმ რეფორმების შესახებ, რომელიც მიმდინარეობს და რომელიც განვითარების ახალ ფაზაში გადადის, ასევე გააცნო ახალი პროგრამები და პროექტები, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დაიწყება და რომელთაც სჭირდება ადგილზე რესურსცენტრების მაქსიმალური მხარდაჭერა, მინისტრმა ასევე ისაუბრა სკოლებთან პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებაზე.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება