მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ორი უძვირფასესი მათემატიკის მასწავლებელი მყავდა, მემედ ანანიძე და ავთანდილ ზოიძე. მათი დამსახურებაა, რომ მე დღეს სერთიფიცირებული და მათემატიკაზე შეყვარებული პედაგოგი ვარ. ორივე საქმისადმი თავდადებული, გადმოცემის უნარით დაჯილდოვებული და მოსწავლეების სიყვარულით გამორჩეული იყო.“
ძენწმანის საჯარო სკოლის დირექტორი ცირა აბულაძე:
„გამორჩეულად მახსენდება ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქეთინო საფარიძე, რომლის სიყვარულითაც ფილოლოგობა გადავწყვიტე. საგნის მცოდნე და სამართლიანი, კომუნიკაბელური და მზრუნველი, ცოტა მკაცრი მასწავლებელი იყო. იმ დროისათვის უჩვეულო მეთოდებით გვასწავლიდა, როლურ თამაშებსა და დებატებს ვმართავდით. დიალოგის გაცვლა-გამოცვლასა და მოსმენის კულტურას ვიყალიბებდით.“
არხილოსკალოს საჯარო სკოლის დირექტორი მაია სიმონიძე:
„განსაკუთრებულად ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი სიზო გოგილაშვილი მიყვარდა. თბილი პიროვნება იყო, ზომიერად მკაცრი და სამართლიანი. რაც მთავარია, საკუთარი საქმის უბადლო მცოდნე.“
შუამთას საჯარო სკოლის დირექტორი ლეონინე სულაბერიძე:
„პედაგოგებს საზოგადოების საუკეთესო ნაწილთან გვიწევს მუშაობა. მასწავლებელს, პირველ რიგში, ბავშვები უნდა უყვარდეს, უმაღლეს დონეზე ფლობდეს საკუთარ საქმეს და ძალიან გაწონასწორებული უნდა იყოს. ახლა ჩემივე სკოლაში ვარ დირექტორი და ყველა გამორჩეული პედაგოგი გვერდით მყავს.“
ტობანიერის საჯარო სკოლის დირექტორი თემურ გეგიძე:
„მათემატიკა მიყვარდა განსაკუთრებით, საგანი პედაგოგებმა ვლადიმერ თევზაძემ და ამბროსი გოგოძემ შემაყვარეს. უბადლო მცოდნეები, ობიექტური და დისციპლინირებული ადამიანები იყვნენ.“
ხანის საჯარო სკოლის დირექტორი სოფიო დანაჩევი:
„მათემატიკას დამრიგებელი ლელა გეგეჭკორი მასწავლიდა. მისაბაძი პიროვნება იყო, ღირსეული, პროფესიონალი. მომთხოვნი გახლდათ, მაგრამ მეგობრული.“
ქვემო ნატანების საჯარო სკოლის დირექტორი ლავრო კოსტავა:
„დაწყებითი კლასების პედაგოგი მყავდა ეთერი მგელაძე, კეთილშობილი და ტაქტიანი ადამიანი იყო, ძალიან განათლებული და თბილი.“
დვაბზუს საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა წილოსანი:
„კომაროვში გრიშა წულაია მასწავლიდა მათემატიკას. ობიექტური, ურთიერთობებში დიპლომატიური უნარებით დაჯილდოვებული, პროფესიონალი იყო. ყოველთვის ითხოვდა მომზადებულ დავალებას, ამბობდა, რომ მათემატიკას მუდმივი ფეხის აწყობა სჭირდება, რადგან საკითხები ჯაჭვური რეაქციითაა გადაბმული. ვისურვებდი, კვლავ შემხვედროდნენ ასეთი დონის პედაგოგები. დღევანდელობაში არისტოკრატიზმი გადავიდა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებზე.“
ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ზაურ ბოლქვაძე:
„კლასის დამრიგებელი და ფიზიკის მასწავლებელი მყავდა თამაზ ბერიძე. მშვიდი, გაწონასწორებული, ობიექტური და სამართლიანი პიროვნება იყო. თავისი საქმის პროფესიონალი. ხშირად გვქონდა პრაქტიკულ გაკვეთილები, ლაბორატორიაში ვმუშაობდით და ცდებს ვატარებდით, ამ მხრივ მაშინ უკეთესი ბაზა იყო სკოლებში - ვიდრე დღეს.“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.