მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პროექტი - „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 42 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.
გაკვეთილებს მოსწავლეებისთვის საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და „112“-ის წარმომადგენლები ატარებენ.
გაკვეთილზე სპეციალურად ამ პროგრამისთვის შექმნილი გზამკვლევის პრეზენტაცია მოეწყო.
სახელმძღვანელოში მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის საგზაო მოძრაობის წესები და საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის ნორმები ადაპტირებული სახითაა წარმოდგენილი.
მოსწავლეებს, სასწავლო წლის განმავლობაში, 10 გაკვეთილი ჩაუტარდებათ. შსს-ს წარმომადგენლები მოზარდებს კრიზისულ ვითარებაში - მიწისძვრის, ხანძრის, წყალდიდობის, ავტოსაგზაო და სხვადასხვა გადაუდებელი შემთხვევის დროს ქცევის წესებს და უსაფრთხოების აუცილებელ ნორმებს შეასწავლიან.
სასწავლო პროგრამის მიზანია მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მოზარდების ცნობიერების ამაღლება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.