სიახლეები
სკოლები

სამღერეთის საჯარო სკოლის ფერმერთა ცენტრის ბავშვებს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაუტარდათ
27-07-2018
-
+


სამღერეთის საჯარო სკოლაში ევროკავშირის და  ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრი ფუნქციონირებს.

მსოფლიოს ახალგაზრდების პროფესიული უნარების დღესთან დაკავშირებით RDFG-იმ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების ბავშვებისთვის სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაატარა.
 

ტრენინგს, რომელსაც სამღერეთის, ხაიშისა და წინწყაროს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების წევრები ესწრებოდნენ, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ტიკურიშვილი უძღვებოდა. ტრენინგზე ახაგაზრდები ისეთ საკითხებს გაეცნენ, როგორიცაა ბიო პროდუქციის წარმოება, კვების პროდუქტების ხარისხი, ორგანული და გენმოდიფიცირებული პროდუქტები, ჯანმრთელი კვება და სურსათის უვნებლობის სტანდარტები. ტრენინგზე მიღებული თეორიული ცოდნის გასამყარებლად, ახალგაზრდებმა წინწყაროში, ყველის ქარხანაში გადაინაცვლეს, რომლის დირექტორმაც ადგილზე აჩვენა როგორ ხდება რძის გადამუშავება, რძის პროდუქტების წარმოება, სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა და „წინწყაროს“ მიერ წარმოებული სხვადასხვა სახეობის ყველიც დააგემოვნებინა. ღონისძიების ფარგლებში ფერმერთა ცენტრების წევრ ახალგაზრდებს ერთმანეთის გაცნობის შესაძლებლობაც მიეცათ და ერთმანეთს ფერმერთა ცენტრებში მიღებული გამოცდილებაც გაუზიარეს.

ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრი (YFC), რომელიც ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, RDFG-ს მოდელია, რომელიც სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს  აერთიანებს და მათ თანამედროვე სოფლის მეურნეობის უპირატესობებს აცნობს. ცენტრების მიზანია, ახალგაზრდებმა საკუთარი მომავალი სოფელში დაინახონ და დიდ ქალაქებში მიგრაცია ერთადერთ ალტერნატივად აღარ განიხილონ.

RDFG-იმ, ევროკავშირის მხარდაჭერით, მსგავსი ცენტრები უკვე თეთრიწყაროს 8 სოფელში შექმნა და ახალგაზრდებს სამოქალაქო განათლებას, ლიდერობას, სამოქალაქო ჩართულობას ასწავლის და, რა თმა უნდა, მეწარმეობასა და სოფლის მეურნეობის ახალ ტექნოლოგიებს აცნობს, რაც სოფლის მეურნეობას და მეწარმეობას მათთვის გაცილებით უფრო საინტერესოს ხდის. გარდა ტრენინგებისა, RDFG-ის დახმარებით ისინი სადემონსტრაციო ნაკვეთებსაც ქმნიან, სადაც პრაქტიკაში ახორცილებენ ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას. მომავალში ეტაპობრივად დამატებით 10 ფერმერთა ცენტრის შექმნა იგეგმება მუნიციპალიტეტის 10 სკოლაში.   

ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების (YFCs) მოდელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს  ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG). ENPARD II სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს „ლიდერს” (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.

პროექტის პარტნიორები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA), ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (VVGT) და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

სიახლეები
საზოგადოება